ამირან გამყრელიძე "ფაიზერის" ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა
"ფაიზერი" გავიკეთე ხალხის დასარწმუნებლად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც იგი „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი ჭორია, თითქოს ვაქცინას ვადა გაუვიდა.
"სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რადგან ხალხი დავაწმუნო, ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს ვადა გაუვიდა და ასე შემდეგ. მინდა, განვაცხადო, ზოგადად აგვისტოს შემდეგ, აგვისტოში იყო ეს დადგენილება „ფაიზერისა“ და ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის, რომ „ფაიზერი“, რომელიც წლის პირველ ნახევარში ადმინისტრირდებოდა, დაშვებული იყო „ფაიზერის“ ექვსთვიანი ვადა.
აგვისტოში შეცვალეს რეკომენდაციები და შესაბამისად, „ფაიზერს“ ვადა აქვს უკვე ცხრა თვე მისი გამოშვებიდან, თუ ინახება -60-დან -90 გრადუს ტემპერატურაზე.
გამოლღობის შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაში, 2-დან 8 გრადუსამდე. საქართველოში „ფაიზერს“ ვინახავთ სამ ადგილზე", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირველი და მეორე დოზით „სინოფარმის“ 2021 წლის მაისში აიცრა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 103-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 032 939 აცრა გაკეთდა.
ამავე თემაზე:
1795636009
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე მხარეზე: უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი
რაც უფრო მეტ საუბრობენ [მოპასუხე მხარე], კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუ...
1795634938
საზოგადოებაგიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ზუსტად ამ პრობლემების გადასაწყვეტად
საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება, საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ სა...
1795630668
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, ახლა სწორედ ამიტომ კადრულობს ყველაფერს, რადგან კომპრომეტირებული ფიგურაა
ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი...
1795627436
საზოგადოებაპრემიერი: ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ეს პროგრამა მოქმედებს 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
„2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქარ...
1795627013
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ
განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა. სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა...


























