ამირან გამყრელიძე: გარკვეულწილად პიკში ვართ, "პლატოს", რომ ეძახიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ეპიდვითარებაზე საუბრობს.

„გარკვეულწილად პიკში ვართ.

პლატოს რომ ეძახიან, ამ ტიპის მაჩვენებლები გვაქვს.

ბოლო ერთ კვირაზე მეტია ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს.

ვთვლით, რომ პიკში ვართ.

დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამყრელიძეს აქვს მოლოდინი, რომ სიკვდილიანობა შემცირდება. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ იზრდება.

„ვფიქრობ, სიკვდილიანობაც თანდათან უნდა შემცირდეს, დღეს 208 745 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 5 840 არის სტაციონარებში და არ იმატებს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა - 900-დან 1100-ის ფარგლებში მერყეობს.

ასევე არ იზრდება რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება.

ზოგადადაც აქტიური შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაციის საჭიროების პროცენტული მაჩვენებელი სერიოზულადაა შემცირებული - 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ რადგან შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ასე სწრაფად ფატალური გამოსავალი არ შეგვიმცირდეს.

ადამიანების კუმულაციური რაოდენობა საკმაოდ მაღალია - ეს, რაც აღრიცხულია, მაგრამ, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულია, სულ მცირე 2.5-ზე უნდა გამრავლდეს.

დღეს ზეწოლა ძირითადად ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზეა.

ნაკლებია ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე.

ეს გვაიმედებს, რომ სიკვდილიანობა თანდათან უნდა შემცირდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სხვა სიახლეები:

🔳 საფრანგეთმა საქართველო “წითელი ზონის” ქვეყნების სიიდან ამოიღო

🔳 "გამოვიდა, რომ მე აქ არავის დავჭირდი" - აჩი ფურცელაძე სახლს ყიდის და საცხოვრებლად რუსეთში ბრუნდება

🔳 ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა "კოლხი ქალი" მოიპარეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791795942

საზოგადოება

კახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია

„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...

კახა კალაძე

1791795429

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო

„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...

შალვა პაპუაშვილი

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი