"გამოვიდა, რომ მე აქ არავის დავჭირდი" - აჩი ფურცელაძე სახლს ყიდის და საცხოვრებლად რუსეთში ბრუნდება
ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მომღერალი, აჩი ფურცელაძე ამბობს, რომ საქართველოს ტოვებს და ისევ რუსეთში ბრუნდება.
მისი თქმით, რუსეთში გამგზავრების მიზეზი ბანკის იპოთეკური სესხი, უმუშევრობა და სოციალური ფონია.
"ბინას ვყიდი იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად მომიწია ბანკთან ურთიერთობა ზუსტად ამ სახლის შესაძენად. ხუთწლიანი იპოთეკა, ჩემი საქმიანობის დამუხრუჭების გამო, ოცწლიანად იქცა და ეს ძალიან დიდი გარღვევაა.
პანდემიამ ყველაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არ არის, გამოვიდა, რომ მე აქ არავის დავჭირდი.
არადა, არავისთვის მითხოვია შეუძლებელი, ვისაც ვთხოვე, დამხმარებოდა მუშაობის დაწყებაში ტელევიზიასა თუ რადიოში, იმისთვის, რომ სტაბილური შემოსავალი მქონოდა და პარალელურად სიმღერა და კორპორატიულების წაყვანა გამეგრძელებინა, შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ შედეგად, არაფერი.
ვერცერთმა ტელევიზიამ ვერ მონახა შესაბამისი რესურსი.
პრაქტიკა არ მაკლია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ის ეტაპია, როცა ყველა, როგორიც არ უნდა იყოს, ყვირის, რომ მაგარია და მე, ეტყობა, დამავიწყდა იმის თქმა, რამდენი რამ მაქვს გაკეთებული წლების განმავლობაში.
მივიღე გადაწყვეტილება, ეს სახლი გავყიდო, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში გადავიდე. იქ მელოდება ხალხი, რომელიც აფასებს ჩემს, ეგრეთ წოდებულ, შემოქმედებას და იციან, ჩემი სახით ვისთან აქვთ საქმე. ფულსაც იხდიან და ძალიან კმაყოფილებიც არიან. ყველაფერი ის, რაც აქ მინდოდა, იქ მაქვს.
„სივიც“ მაქვს და რაც საჭიროა, ყველაფერი, მაგრამ რას ვიზამთ. აღარ მინდა ამ ქვეყანაში, 42 წლის ვარ და ჩემში უამრავი ენერგიაა. აქ არ მაძლევენ მუშაობის საშუალებას. ამიტომ კარგად ბრძადებოდეთ, იდუღეთ იმ წყალში, რომელშიც დაგტოვეთ 2006 წელს. სრული დეგრადაციაა, ტელევიზიამ, რადიომ ხალხს „აიქიუ“ უნდა გაუზარდოს, არადა 15 კაცს მაინც ჩამოვთვლი, რომელიც არ ვიცი, რატომ ჰყავთ ეთერში. ამიტომ ვყიდი სახლს და მივდივარ.
თავიდან მითხრეს ერთი-ორი წელი, სანამ რუსეთის სუნი აგდის, არავინ მიგიღებსო. გამეცინა, მაგრამ კი ბატონო. ოთხი წელი გავიდა და დღეს რაღაშია პრობლემა? კი, ეგ მომენტია. დღეს თუ ოკუპანტს არ ყვირი, ვერ ხარ პოპულარული.
მე რუსეთი ორ ნაწილად მაქვს გაყოფილი. არ მომწონს მისი პოლიტიკა, მაგრამ ამის გამო მთელ რუსეთს არ ვაგინებ. ძალიან კარგი მეგობრები მყავს იქ, მათ არ ვაგინებ და არც ამოწყვეტას ვუსურვებ", - ამბობს აჩი ფურცელაძე „თბილისებთან“ ინტერვიუში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა "კოლხი ქალი" მოიპარეს
🔵 „ჟურნალისტები ომს გამოუცხადებენ მთავრობას - ისინი გარეთ გამოდიან“ - რას წერს ლელა კაკულია
🔵 თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
🔵 საფრანგეთმა საქართველო “წითელი ზონის” ქვეყნების სიიდან ამოიღო
1791799267
საზოგადოებაკახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?
„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კ...
1791798809
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, გაიაზროს, მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა
„ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში და კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმისი განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხ...
1791797536
საზოგადოებაკახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაუ...
1791795942
საზოგადოებაკახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია
„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...
1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...


























