ამირან გამყრელიძე: გრიპის ვაქცინით აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

"სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წელს სახელმწიფომ 200 ათასი დოზა ფრანგული, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.

"პირველ რიგში ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალეზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა. შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება ბრძანება, რომ ყველას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა.

სასურველია, დეკემბრის თხუთმეტამდე ყველა ავიცრათ.

ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში.

იცით, რომ ვაკვირდებით.

გრიპის ვირუსი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება და ამიტომ ჯობია, ყველა მომზადებული ვიყოთ და ყველა აიცრას. ამ ეტაპზე აცრილია 90 ათასი ადამიანი, 100-110 ათასი დოზა კიდევ არის ქსელში", - განაცხადა გამყრელიძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 საქართველოში მოსახლეობის 34.3% სრულად ვაქცინირებულია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791731307

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...

გურამ მაჭარაშვილი

1791729248

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...

ძიუდოისტთა ნაკრები

1791728970

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...

საქართველოს პრეზიდენტი

1791726569

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება - ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის ფაქტი, რო...

გურამ მაჭარაშვილი

1791724927

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: საზოგადოებას კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ბატონი ჰერჩინსკის, რბილად რომ ვთქვათ, ძალია...

თორნიკე ფაღავა