"ანტი-ვაქსერების დემაგოგიის მორიგი მსხვერპლი აუცრელობას ნანობდა" - რას წერს ექიმი ქეთი ლობჟანიძე
"თამრიკო ღლონტი, ანტივაქსერების მავნებლური დემაგოგიის მორიგი მსხვერპლი იყო და მას შემდეგ, რაც COVID-19-ით დაინფიცირდა აუცრელობას ნანობდა", - ამის შესახებ ექიმი ქეთი ლობჟანიძე ერთ-ერთ მოქალაქეზე წერს, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა.
როგორც ქეთი ლობჟანიძე წერს, "ყველა მკვლელია", ვინც ექიმების გაფრთხილებას არ ითვალისწინებს და ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.
"ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება! ანტი-ვაქსერების მავნებლური დემაგოგიის მორიგი მსხვერპლი აუცრელობას ნანობს!
იმ სექტას მივმართავ, ჩემგან დამუნათება რომ იუკადრისა, ბოდიში, მცირედით შემოვიფარგლე, გინება არ შემიძლია!
რაც არ უნდა ილანძღოთ, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი!
დიახ, მკვლელია ყველა, ვინც არ შეისმინა ჩვენი, ექიმების გაფრთხილება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი “გრიპი” და წინ დიდი განსაცდელი გველოდა!
ვინც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას და მრავალთა შორის ჩემი მამა შეიწირა, მისი სიცოცხლე თქვენი ყველას ერთად აღებულზე ძვირფასი იყო!
მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, მტერი არ ყოლია და ისე წავიდა, ვერც კი დავემშვიდობე!
ვერა და ვერ ვეგუები ამას და ჩემს პირად მტრად მიმაჩნიხართ ყველა ის უგულო, ვინც ვირუსს უხანგრძლივებთ არსებობას და ასეთ მზე-ადამიანებს კლავთ ახლაც, როცა გამოსავალი ნაპოვნია მეცნიერების წყალობით!
პროგრესის ეპოქაში წყვდიადში რჩებით და სინათლეს არ უშვებთ თავებში!
ბევრი ვწერეთ თქვენი ეჭვების გასაფანტავად, მაგრამ არაა საშველი იძულების გარდა!
არც ღმერთის გწამთ და არც ადამიანები გებრალებათ!", – წერს ქეთი ლობჟანიძე.
ექიმი პოსტზე ფოტოსურათს ურთავს, სადაც აწ გარდაცვლილის თამრიკო ღლონტის მიერ გამოქვეყნებული ფეიუსბუკპოსტია აღბეჭდილი.

ამავე თემაზე:
🔵 საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი
1793682073
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საფრანგეთის შემთხვევაში, როცა ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“ არის დასჯადი და თურმე საქართველოში უნდა ყოფილიყო წახალისებული და გმირობის ტოლფასად შერაცხილი
პარიზში, აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტს, რომელზედაც გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლ...
1793680500
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ნოემბერს საქართველოში
ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელ...
1793652240
მსოფლიოსლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება
„როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებდით, არავის წარმოედგინა, რომ მივიღებდით კავშირს, რომელსაც საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება“, - ამის შესახებ სლოვენიის პრემი...
1793651535
ახალი ამბებინანა ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება იქნება სამართლიანობის აღდგენა - ამ მოძალადე რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარა, ოჯახები დაანგრია, ადამიანები დახოცა
დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, ზეწოლასა და საკუთარი პატიმრობის დეტალებს იხ...
1793648993
ახალი ამბებიკოტე კემულარია: პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა
„პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“, - ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა კოტე კემუ...































