არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ
არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა და ასეთი რამე არ მომხდარა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვა დასრულდა.
გორდულაძის თქმით, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით დეტალურად არის მითითებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს "ვერავინ გაექცევა".
მანვე განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება ამტკიცოს, თითქოს საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ვინმეს მისვლის, პოზიციის დაფიქსირების ან ინფორმაციის მიწოდების საშუალება არ ეძლეოდა.
„რა თქმა უნდა, ასეულობით არის იმ განცხადებების რაოდენობა, რომელიც კომისიის სხდომას მიეწოდა, რომელიც მათ შორის ვერც კი იქნა ასახული საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და განხილვაც კი ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომისიის სხდომები და იმდენად ბევრი არის დანაშაულებრივი ფაქტები, რომ ექვსი თვეც კი არ გახდა საკმარისი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, არაკანონიერი ქმედებები შესაბამისად შეფასებული ყოფილიყო. მხოლოდ და მხოლოდ ის რამდენიმე ასეულგვერდიანი დასკვნა, რომელიც არის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, არის მცირე ნაწილი იმ არაკანონიერი ფაქტების ჩამონათვალისა, რომელიც 2004-2012 წლებში ჩვენს ქვეყნის რეალობა იყო და ახლაც გრძელდება 2012 წლიდან დღემდე.
საუბარია იმაზე კი არ არის, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებული ფაქტები არის ტყუილი, ან სიმართლეს არ შეესაბამება. ამას უბრალოდ ვერავინ იტყვის. მაშინ შეიძლება ასევე წარმატებით ამტკიცონ, რომ არ არსებობენ გარდაცვლილი ადამიანები, არ არსებობს ჩამორთმეული ქონება, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომ ოჩიგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არის ტყუილი და ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ მითითებები საგამოძიებო კომისიის დასკვნებზე, მითითებები არის მაგალითად ჰუდოკზე, შესაბამის საიტზე, სადაც ყველას შეუძლია ამ გადაწყვეტილებების ნახვა და ასევე მითითებული არის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა დაერთოს, დართულიც არის და არ უნდა იყოს ამორიცხული წარმოდგენილი სარჩელის თანდართული დოკუმენტებიდან ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ეს არის ფაქტების კომპილაცია ერთის მხრივ და მეორე, ამ შუამდგომლობის დაყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ისახავს გაქცევას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის ცნობისგან და სწორედ ამიტომაც არის ეს საკითხი დაყენებული. ფაქტი ერთია, რომელიც არის ჯიუტი, დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს უბრალოდ ვერავინ ვერ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1792589148
მსოფლიოფრიდრიხ მერცი: უკრაინის კაპიტულაცია მოკავშირეების კაპიტულაციას ნიშნავს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ეს კიევის ყველა მოკავშირის კაპიტულაციას ნიშნავს. ამასთან ერთად, კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ...
1792589021
ახალი ამბებიქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...
1792588897
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ. ღ...
1792588375
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა
„როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურნბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მ...
1792588047
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...



























