საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს.
სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მასპინძლობს.
მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
„ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე აქტიურად გვექნება საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გახსნეს.
სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
1777882749
საზოგადოებაურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპული პარტნიორობის ფარგლებში განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა საკუთარი თავის დაცვა შევძლოთ. უნდა გავზარდოთ სამხედრო წარმოება
ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის დაწყებამდე. მისი...
1777882709
საზოგადოებაკაია კალასი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: ამ სამიტის ერევანში ჩატარება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხრეთ კავკასია. განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე
„ამ სამიტის ერევანში ჩატარება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხრეთ კავკასია. განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე“, - განუცხადა სომხეთში ჟურნალისტებს ე...
1777880800
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ასეთ გაერთიანებას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან ხალხის მხარდაჭერა ნული აქვთ, ერთმანეთის აუტანლობა კი უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი
ასეთ გაერთიანებას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან რესურსი ნული აქვთ, ხალხის მხარდაჭერა ნული აქვთ და ერთმანეთის აუტანლობა უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიცი...
1777879313
საზოგადოებაADB-ის წარმომადგენელი: მომავალ წელს ჩვენი ყურადღება კვლავ დაეთმობა რამდენიმე მაღალი ზემოქმედების მქონე დარგს - საქართველოს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას, რომელიც დიდწილად ემთხვევა შუა დერეფანს
მომავალ წელს ჩვენი ყურადღება კვლავ დაეთმობა რამდენიმე მაღალი ზემოქმედების მქონე დარგს, სადაც ADB-ს შეუძლია მაქსიმალურად ძლიერი განვითარების შედეგების მიღწევა. ეს მოიცავს საქართველოს სტრატეგიული სატრან...
1777878813
საზოგადოებააზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორი: საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით
„საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს...



























