ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული, - წერს გამოცემა transcor-ი.
გამოცემის ინფორმაციითვე, სადღეისოდ ირანის გავლით ტვირთების ტრანზიტი სომხეთში პრაქტიკულად შეჩერებულია, რაც შეეხება ჩინეთიდან სომხეთში საქონლის მიწოდების ხანგრძლივობას, ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ორი ძირითადი ასპექტის გათვალისწინებით ირანის როლი სომხეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია – პირველ რიგში, საქონელბრუნვა საიმპორტო და საექსპორტო პროდუქციის მოხმარების ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებს მოიცავს.
ისლამური რესპუბლიკა კვლავ რჩება სომხეთის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად, რომელთანაც სომხეთს მჭიდრო სავაჭრო – ეკონომიკური კავშირები აქვს დამყარებული, უფრო კონკრეტულად, სომხეთის ეკონომიკის რამდენიმე სექტორი პირდაპირ ირანულ ნედლეულსა და ბაზრებზეა დამოკიდებული.
მიუხედავად წარმოშობილი სირთულეებისა, აღნიშნული კავშირები არ გაწყვეტილა.
მეორეც, ირანი სამხეთისათვის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ირანის გავლით იღებს სომხეთი წვდომას სპარსეთის ყურეზე, ინდოეთის ოკეანეზე, ინდოეთის, ჩინეთისა და არაბული სამყაროს ბაზრებზე.
ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა სიტუაცია. თუ ჩინეთიდან სომხეთში ირანის გავლით ტვირთების მიწოდება 45 – 60 დღეში ხორციელდებოდა, სადღეისოდ ტრანზიტი სამ თვემდე გაიზარდა. თუმცა, მიწოდების ამ გახანგრძლივებულ ვადებს მნიშვნელოვანი გავლენა გადაზიდვის ხარჯებზე არ მოუხდენია.
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით ადრე გამავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი გადამისამართებულია საქართველოს ნავსადგურებში.
აღსანიშნავია, რომ საზღვაო ტვირთების გადაზიდვებში, იაფი ტვირთების წილი გაიზარდა, გარდა ამისა სახმელეთო მარშრუტის გავლის სიგრძე შემცირდა. მაგალითისათვის ირანის შემთხვევაში, სატვირთო ავტოტრანსპორტს ბენდერ – აბასის ნავსადგურიდან ერევნამდე თითქმის 2000 კმ ს გავლა უწევდა, საქართველოს ნავსადგურების გამოყენებით, ფოთიდან სომხეთის დედაქალაქამდე დაახლოებით 700 კმ ს გავლა უწევთ.
შედეგად, ლოგისტიკური მარშრუტების ცვლილებების მიუხედავად ხარჯები უცვლელი რჩება. ირანის სატრანზიტო მარშრუტის დროებით ბლოკირებას, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია სომხეთის ლოჯისტიკაზე, მაგრამ მისი შედეგები კრიტიკული არ არის. ყველაზე მეტად შორეული აღმოსავლეთიდან შემოტანილი ტვირთები დაზარალდა, თუმცა მისი წილის სიმცირის გამო, ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1777880800
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ასეთ გაერთიანებას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან ხალხის მხარდაჭერა ნული აქვთ, ერთმანეთის აუტანლობა კი უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი
ასეთ გაერთიანებას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან რესურსი ნული აქვთ, ხალხის მხარდაჭერა ნული აქვთ და ერთმანეთის აუტანლობა უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიცი...
1777879313
საზოგადოებაADB-ის წარმომადგენელი: მომავალ წელს ჩვენი ყურადღება კვლავ დაეთმობა რამდენიმე მაღალი ზემოქმედების მქონე დარგს - საქართველოს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას, რომელიც დიდწილად ემთხვევა შუა დერეფანს
მომავალ წელს ჩვენი ყურადღება კვლავ დაეთმობა რამდენიმე მაღალი ზემოქმედების მქონე დარგს, სადაც ADB-ს შეუძლია მაქსიმალურად ძლიერი განვითარების შედეგების მიღწევა. ეს მოიცავს საქართველოს სტრატეგიული სატრან...
1777878813
საზოგადოებააზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორი: საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით
„საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს...
1777877637
საზოგადოებალესლი ბეარმან ლამი: საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზედაც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო
საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზედაც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო. ამ ფა...
1777877064
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებ...



























