POLITICO: აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება
აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება, - სტატიას ამ სათაურით Politico აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს გაზრდის ზეწოლას ბლოკის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გამოაჩენს მის თითქმის სრულ დამოკიდებულებას უცხოურ წიაღისეულ საწვავზე.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება დიდწილად შეჩერებულია, თუმცა ეს ეს ფაქტი ევროპაზე დაუყოვნებლივ გავლენას არ იქონიებს, რადგან ჰორმუზის სრუტეზე გამავალი ნავთობისა და გაზის უმეტესი ნაწილი აზიისკენ მიემართება.
„ამის მიუხედავად, ანალიტიკოსების თქმით, მიწოდების შეფერხება გლობალურ ფასებს მაინც გაზრდის, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება ევროპაზე. ნავთობის ეტალონური მარკა „ბრენტი“ ორშაბათს დილით, ვაჭრობის დაწყებისას, 9%-ზე მეტით გაიზარდა და თითქმის 80 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც გასული წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია სტატიაში.
ევროკავშირის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ბლოკი ნავთობის უმეტეს ნაწილს ამჟამად აშშ-დან, ნორვეგიიდან, ყაზახეთიდან და ლიბიიდან იღებს - არცერთი სახელმწიფოდან ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტის გავლით არ ხდება.
ანალოგიურად, ბლოკი გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) 60%-ს აშშ-ისგან იღებს, შემდეგ მოდიან ალჟირი და რუსეთი. სპარსეთის ყურის მწარმოებელი კატარი, რომელიც მსოფლიოში მეორე უმსხვილესი LNG ექსპორტიორია, 2025 წლის მესამე კვარტალში ევროპის LNG-ის მხოლოდ 6%-ს აწვდიდა“, - აღნიშნულია სტატიაში.
„თუმცა, ეს სავარაუდოდ შეიცვლება. ევროკავშირი უკვე იმყოფება რუსული ნავთობისა და გაზისგან განთავისუფლების პროცესში და სულ უფრო მეტად წუხს იმაზე, რომ მისი მზარდი დამოკიდებულება აშშ-ზე LNG-ის მიწოდების კუთხით სარისკოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.„ვფიქრობ, ევროპისთვის ეს პანიკის მომენტია. 4 წლის წინ [რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ] გვქონდა მსგავსი პრობლემები, თუმცა ამჯერად გვაშფოთებს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ კატარი, აშშ-იც... ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა, როდესაც სხვა წყაროებზე დამოკიდებულება გავზარდეთ, ჩვენი მოწყვლადობაც გავზარდეთ“, - აცხადებს ენერგეტიკული ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის წამყვანი ანალიტიკოსი ანა მარია იალერ-მაკარევიჩი.
1772447916
მსოფლიოისრაელი ირანის დაზვერვის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ ისრაელის საკითხებში ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე საიდ იაჰია ჰამიდი მოკლეს. მათივე თქმით, ასევე მოკლულია ჯალალ პურ ჰოსეინი - დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშო...
1772446834
საზოგადოებანინო წილოსანი: სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში
სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპ...
1772445742
მსოფლიოWP: პენტაგონში შფოთავენ, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა უკონტროლო გახდეს
პენტაგონში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს შორის კვირას გაღრმავდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა უკონტროლოდ განვითარდეს, - წერს Washington Post-ი წყარო...
1772444188
მსოფლიოIAEA: არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანდა, ირანის ხელმძღვანელობას ვერ ვუკავშირდებით
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელდა, თუმცა სააგენტო ვერ უკავშირდება ირანის ბირთვუ...
1772441551
მსოფლიოირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ბაზას დაარტყა
ირანმა კვიპროსის სამხრეთში მდებარე გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ბაზას დრონით შეუტია. ინფორმაცია კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში X დაწერა, რომ „შაჰედის“ ტი...


























