ტრამპი აცხადებს, რომ სტარმერით იმედგაცრუებულია
დონალდ ტრამპმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ კირ სტარმერით, რადგან ბრიტანეთის პრემიერმა ამერიკელებს ირანზე დარტყმების განსახორციელებლად ბაზის „დიეგო გარსია“ გამოყენების უფლება არ მისცა.
ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაპირველი უარი „არ ჰგავდა არაფერს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის აქამდე მომხდარა“.
დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უარი უთხრა დიეგო გარსიასა და RAF Fairford-ის მსგავსი ბაზებიდან ირანის მიმართულებით დარტყმების განხორციელების ნებართვაზე, მიზეზად კი საერთაშორისო სამართლის ნორმები დაასახელა. თუმცა, კვირას ღამით პრემიერ-მინისტრმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ აშშ-ს დიეგო გარსიაზე წვდომის უფლებას მისცემდა „კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სტარმერს აზრის შესაცვლელად „ძალიან დიდი დრო დასჭირდა“.
„ეს ალბათ არასდროს მომხდარა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, ის შეშფოთებული იყო კანონიერების საკითხით“, - განაცხადა ტრამპმა.
ამ დაყოვნების გამო სტარმერი ვაშინგტონში რესპუბლიკელების მხრიდანაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.
კვირას ღამით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ, ირანულმა კამიკაძე-დრონმა კვიპროსში მდებარე ბრიტანეთის ბაზაზე RAF Akrotiri იერიში მიიტანა.
28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს. შედეგად დაიღუპა ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები. საპასუხოდ, ირანი უკვე მესამე დღეა, დრონებითა და რაკეტებით უტევს ისრაელს, ისევე როგორც აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს სპარსეთის ყურეში.
1772452609
საზოგადოებავარდენ მაჭავარიანი 3 თვეა დებატებში იწვევს მმართველ გუნდს - „ტვ იმედმა“ მას დებატში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა, ვარდენმა უარი განაცხადა
ოპოზიციონერმა ვარდენ მაჭავარიანმა, რომელიც სამი თვეა მმართველ გუნდს დებატებში იწვევს, „იმედის“ შეთავაზებაზე დებატებში მონაწილეობის შესახებ, უარი განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, კარგია, რომ პრემიერ-მინი...
1772452233
მსოფლიოPOLITICO: აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება
აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება, - სტატიას ამ სათაურით Politico აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს გაზრდის ზეწოლას ბლოკის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მ...
1772447916
მსოფლიოისრაელი ირანის დაზვერვის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ ისრაელის საკითხებში ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე საიდ იაჰია ჰამიდი მოკლეს. მათივე თქმით, ასევე მოკლულია ჯალალ პურ ჰოსეინი - დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშო...
1772446834
საზოგადოებანინო წილოსანი: სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში
სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპ...
1772445742
მსოფლიოWP: პენტაგონში შფოთავენ, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა უკონტროლო გახდეს
პენტაგონში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს შორის კვირას გაღრმავდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა უკონტროლოდ განვითარდეს, - წერს Washington Post-ი წყარო...


























