ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე. ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას
ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის? მიდიან აბსურდამდე. ანუ ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ანტიევროპულ რიტორიკად უთვლიან იმ ნაბიჯებს, რომელსაც ქვეყანა თავისი ინტერესების ან ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად დგამს.
„მაგალითად, ის, რომ ჩვენ აქ თურმე მომაკვდინებელი „კამიტი“ გამოგვიყენებია და ერთი ადამიანი ვერ მოძებნეს, ვინც ექიმს მაინც მიმართავდა, ამას რომ ვაპროტესტებთ ეს არის თურმე ანტიევროპული რიტორიკა. მაგალითად, ის, რომ ჩვენ მუდმივად გვაბრალებენ, რომ ხართ სანქციების ავლის ადგილი - ხან ირანისთვის, ხან რუსეთისთვის...ვისკენაც მოუნდებათ, იქით იშვერენ ხელს. და სტატისტიკა რომ მოგყავს, რომ საქართველოდან დაახლოებით 4000-მდე ასეთი ტვირთი თუ ასეთი საბაჟო დოკუმენტაცია გაატრიალა და ყველა მონიტორინგი აჩვენებს, რომ საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე პირნათლად იცავს ამ სანქციებს, ამაზე რომ პასუხს გასცემ, ეს არის ანტიევროპული რიტორიკა? ან ის, რომ გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ გთხოვთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას, მაგრამ რეზოლუციებში გვიწერენ პირდაპირ, რომ სანქცია შემოიღეთ და ამით ფაქტობრივად, არა მარტო ეკონომიკა, მთელი რიგი პოლიტიკური თუ უსაფრთხოების პრობლემები უნდა შევიქმნათ და ამაზე რომ პასუხს ვცემთ, ამას ეძახიან, რომ ეს არის ანტიევროპული რიტორიკა? ის, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა ფაქტობრივად გვერდზე გადადეს და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკობენ და ამაზე პასუხი უნდა გავცეთ, ეს ანტიევროპული რიტორიკაა? საბოლოო ჯამში ის, რომ უცხოური ფულის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა არ არის არც ერთი კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის?
სწორედ ამაშია საქმე, რომ მიდიან აბსურდამდე. ანუ ადამიანებს, პოლიტიკას, ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1776264551
საზოგადოებასაკანონმდებლო ორგანომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკ...
1776262186
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს
ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტებზე ისაუბრა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ყურადღება გაამახვილ...
1776260683
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წლებია, ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებას ვაკვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით კამპანიას პატრიარქის, მოსაყდრის, ეკლესიის წინააღმდეგ
„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით თუ რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, მ...
1776259626
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისის ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას, უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას
ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისის ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას უკრაინელები ხდებიან და ა....
1776258744
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს
ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრის...


























