საკანონმდებლო ორგანომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ ახორციელებს საქმიანობას; შრომით საქმიანობას სრულად ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს; შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ ახორციელებს და შრომითი საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.
გარდა ამისა, ცვლილებებით „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი ნორმა, რომლის თანახმადაც, უცხოელს უფლება ექნება საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ წარმოადგენს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან.
1776263609
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე. ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას
ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის? მიდიან აბსურდამდე. ანუ ქვეყანას უკრძალა...
1776262186
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს
ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტებზე ისაუბრა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ყურადღება გაამახვილ...
1776260683
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წლებია, ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებას ვაკვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით კამპანიას პატრიარქის, მოსაყდრის, ეკლესიის წინააღმდეგ
„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით თუ რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, მ...
1776259626
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისის ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას, უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას
ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისის ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას უკრაინელები ხდებიან და ა....
1776258744
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს
ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრის...


























