The Independent: მარკო რუბიომ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს. ამის შესახებ The Independent-მა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების გავლენიანი წყაროებისგან შეიტყო.

შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ შიდა წყაროები ვარაუდობენ, რომ რუბიომ შესაძლოა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან, განსაკუთრებით კი ირანში ომისგან, დისტანცირება სცადოს, რათა გაიმყაროს საკუთარი, როგორც რესპუბლიკური პარტიის პოტენციური კანდიდატის, პოზიცია.

The Independent-ის ცნობით, მარკო რუბიო ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მოსალოდნელია, რომ იგი გადადგება, რათა აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად კამპანია დაიწყოს. ამ ეტაპზე მისი მთავარი კონკურენტი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსია.

რუბიო ტრამპის ამჟამინდელი კაბინეტის ხუთი წევრიდან ერთ-ერთია, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, შუალედურ არჩევნებზე დამამცირებელი მარცხის შემდეგ თანამდებობების დატოვებას გეგმავენ.

ვაშინგტონის ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ The Independent-ს განუცხადა, რომ რუბიო „ირანის ომისგან უნდა დისტანცირდეს და მასზე პასუხისმგებლობა ტრამპს დააკისროს“.

„სრულიად ლოგიკურია, რომ მან თანამდებობა დატოვოს და ადმინისტრაციიდან წავიდეს. რუბიო ამჟამად [რესპუბლიკური] პარტიიდან კანდიდატად დასახელების მთავარი პრეტენდენტია. ის ნამდვილად უსწრებს ვენსს. თუმცა იგი ვერ იყრის კენჭს, სანამ სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს, ხოლო ადმინისტრაციასთან კავშირი ნებისმიერ შემთხვევაში მის პერსპექტივებს მხოლოდ ავნებს“, - განაცხადა რუბიოს თანამებრძოლმა.

ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხის მიზეზად ირანთან ომი დაასახელა და მისგან დისტანცირება სცადა. ვარაუდობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა, ამ პოლიტიკასა და შუალედურ არჩევნებში მარცხზე პასუხისმგებლობა თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს დააკისროს. ამასთან, რუბიო და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სიუზი უაილსი, ასევე, შესაძლოა, „განტევების ვაცებად“ იქცნენ.

ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და რესპუბლიკელთა რიგებში აღინიშნა, რომ მარკო რუბიო ირანთან დაკავშირებით „ნაკლებად თვალსაჩინო როლს“ ასრულებს  - მიუხედავად იმისა, რომ იგი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში წამყვან ფიგურას წარმოადგენს.

„ველოდებით, რას მოიმოქმედებს ის შუალედური არჩევნების შემდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის თანამდებობაზე დარჩეს. იგი პრეზიდენტობის ძლიერი კანდიდატი იქნებოდა და ველით, რომ კენჭს იყრის“, - განუცხადა The Independent-ს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გავლენიანმა წყარომ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793895817

ახალი ამბები

თბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე

„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...

თბილისის მერია

1793892912

ახალი ამბები

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცე...

 მარიამ ქვრივიშვილი,

1793889430

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადა...

თორნიკე ჭეიშვილი

1793889354

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე პაველ ჰერჩინსკის: შენი პატრონები ქართული ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას გვთხოვდნენ! ხომ გახსოვს, შენი მარჩენალები პატარა, ეროვნებით ქართველი ბავშვისთვის სქესის გადაკეთებას რომ ითხოვდნენ?

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მიმართავს. „რადგან პავლიკა გააქტიურდა, შევახსენებ, რას გ...

დიმიტრი სამხარაძე

1793887653

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ისინი ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი მიხეილ სააკაშვილია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გა...

გიორგი ვოლსკი