თორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადასხვა მექანიზმს, მათ შორის, მოსამართლეთა შემოწმების ე.წ. „ვეტინგის“ სისტემას ითხოვენ.

როგორც ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართ გარე აქტორების ინტერესი და სასამართლოსთვის შესაძლო სანქციებზე მინიშნებები მართლმსაჯულებაში ჩარევის სახიფათო ტენდენციაა.

„უკვე რამდენი ხანია ცდილობენ, რომ როგორმე საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო ხელისუფლება. ამას ფაქტობრივად არც მალავენ. გნებავთ, იგივე „ვეტინგის“ ანუ მოსამართლეთა შემოწმების მექანიზმი, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი, უხეში და მიზანმიმართული ჩარევა იმ პროცესში, რასაც საქართველოში მართლმსაჯულების აღსრულება ჰქვია.

სხვათა შორის, ეს მათი აბსოლუტურად მანკიერი მიდრეკილება სხვადასხვა კონტექსტშიც ვლინდება, როდესაც ისინი უკვე კონკრეტულ საქმეებზე მიუთითებენ. მაგალითად, ახსენებენ თვითნებურად დაკავებულ პირებს მაშინ, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენებია გამოტანილი, ან როდესაც ამა თუ იმ ეპიზოდში მსჯავრდებული პირები თავადვე აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას და აღიარებენ იმ ბრალდებას, რომელიც მათ პროკურატურამ წარუდგინა“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, გარე ძალები, რომლებსაც არაჯანსაღი სურვილი აქვთ, ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი ინტერვენცია განახორციელონ, ამით პირდაპირ უპირისპირდებიან საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.

„რაც შეეხება მათ დაინტერესებას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართ, პირდაპირ შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ იმასთან, რასაც საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებაში ნეგატიური ჩარევა ჰქვია.

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემჩნეულნი არიან სხვადასხვა გარე ძალის დავალებების შესრულებაში და სასამართლო დარბაზში მოპასუხის სავარძელში იმყოფებიან, ამ გარემოებითაც სარგებლობენ. მათ შორის, სასამართლო დარბაზშიც არ ერიდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ფაქტობრივ შანტაჟს და აკეთებენ ისეთ ირიბ მინიშნებებს, რომ თუკი მათთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის გამო შესაძლოა სანქციები დაწესდეს.

ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, რომელიც ევრობიუროკრატიის მხრიდან შეინიშნება. მათთან ერთად სინქრონულად მოქმედებენ შესაბამისი ადგილობრივი აგენტურული ძალებიც. მეორე მხრივ, ეს საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში პირდაპირი ჩარევის მცდელობაა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793883422

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...

შალვა პაპუაშვილი

1793882316

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული

„დღეს ქალაქ შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მისი ჩატარების ისტორიაში ეს იქნება რეკორდული მასშტაბის გამოფენა“, - განაცხადა ეკო...

ირაკლი ნადარეიშვილი

1793881402

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელ...

საქართველოს პრეზიდენტი

1793880899

ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს....

იუსტიციის სამინისტრო

1793879449

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: რევოლუციისთვის, პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ - ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მათი მიდგომა

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს „სამარცხვინო“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ანგარიშში ბევრი უზუსტობაა და მიუღებელია, როდესაც „მოლოტოვის...

ირაკლი ზარქუა