განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“. ხოლო მეორე ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საცხოვრებელ სახლში 33.18 გრ. ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ და მისი დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობებს ინახავდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758640017

ახალი ამბები

ავარია რიკოთზე – ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული კი უკვე კლინიკაში გადაიყვანეს.  როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომ...

ავარია რიკოთზე

1758639390

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველო...

სასამართლო

1758637141

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მთავარია როგორმე შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს მავნებლები და კოლექტიური აგენტურა მოვა ხელისუფლებაში. ამისთვის ჰგონიათ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა არის დამხობა, რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ

მთავარია როგორმე შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს მავნებლები და კოლექტიური აგენტურა მოვა ხელისუფლებაში. ამისთვის ჰგონიათ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა არის დამხობა, რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ, -...

არჩილ გორდულაძე

1758636290

საზოგადოება

ჭეიშვილი ელისაშვილზე: ხომ არ აპირებენ პროფესიონალი კადრებისგან მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ გაფიცვაში იძულებით მონაწილეობის ბრმად შემსრულებელი. სხვა ახსნა ამ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს

აქ რომ პოლიტიკოსებთან არ გვაქვს რეალურად საქმე, უკვე ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი მსგავს განცხადებას და „დაპირებას“ წინასაარჩევნოდ არ გასცემს, იმიტომ, რომ ისინი, მ...

თორნიკე ჭეიშვილი

1758634705

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა...

პროკურატურა