პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ასევე, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. მისი მონაწილეობით ინტერნეტსივრცეში არაერთი ფოტო და ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოწოდებაა ასახული.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დაუსწრებლად წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
1758640017
ახალი ამბებიავარია რიკოთზე – ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა
რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული კი უკვე კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომ...
1758639290
საზოგადოებაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და „მარიხუანას“ უკანონო რეა...
1758637141
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მთავარია როგორმე შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს მავნებლები და კოლექტიური აგენტურა მოვა ხელისუფლებაში. ამისთვის ჰგონიათ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა არის დამხობა, რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ
მთავარია როგორმე შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს მავნებლები და კოლექტიური აგენტურა მოვა ხელისუფლებაში. ამისთვის ჰგონიათ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა არის დამხობა, რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ, -...
1758636290
საზოგადოებაჭეიშვილი ელისაშვილზე: ხომ არ აპირებენ პროფესიონალი კადრებისგან მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ გაფიცვაში იძულებით მონაწილეობის ბრმად შემსრულებელი. სხვა ახსნა ამ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს
აქ რომ პოლიტიკოსებთან არ გვაქვს რეალურად საქმე, უკვე ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი მსგავს განცხადებას და „დაპირებას“ წინასაარჩევნოდ არ გასცემს, იმიტომ, რომ ისინი, მ...
1758634705
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა...