ჭეიშვილი: სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი გამოყენება დანაშაულებრივ საქმიანობაში

„გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი ჩართვა, გამოყენება დანაშაულებრივ საქმიანობაში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საკანონმდებლო ინიციატივა კომპლექსურად ახდენს აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას.

„ბუნებრივია, ეს საჭიროებს რეაგირებას, უპირველესად იმ კუთხით, რასაც ჰქვია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების თვალსაზრისით მათ ინტერესების დაცვასა და სათანადო სერვისების მიწოდებაზე.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა კომპლექსურად ახდენს ამ საკითხის მოწესრიგებას, თუ კი მაინც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი სჩადის გარკვეულ იმგვარ ქმედებას, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელი, მასზე იწყება ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან, რაც არის გამოხატული მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით, შესაბამისი სერვისების, პროგრამების შეთავაზებაში“, - აღნიშნავს ჭეიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763884456

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით...

შალვა პაპუაშვილი

1763879131

მსოფლიო

Politico: ვიქტორ ორბანი ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი წერილში აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინის დახმარებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას იქამდე დაბლოკავს, სანამ კიევი აშშ-ის გეგმას არ დათანხმდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის თაობაზე საუბარია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გ...

ვიქტორ ორბანი

1763877183

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა 49 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 1 პირს მოეხსნა ნასამართლობ...

მიხეილ ყაველაშვილი

1763843408

ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

 მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულები...

საზოგადოება

1763840852

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ გადახედვას საჭიროებს

 საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ წარდგენილი „სამშვიდობო გეგმა“ კარგი საფუძველია სამუშაოდ, თუმცა მისი გადახედვა ევრ...

მაკრონი მაკრონი