ჭიათურაში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა 3 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა, რომლის ტრანსპორტირებასაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის-სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. ავტომანქანა დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ჭიათურის საქმიან ეზოში.
„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სატყეო სამსახურების თანამშრომლები სისტემურ პატრულირებას ახორციელებენ, ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების - ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებით უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი. ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ტარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები. ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ შევძლოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ კანონდარღვევის ფაქტები“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
1764095177
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტი: 26 ნოემბერს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენასთან დაკავშირებით სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღ...
1764092788
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი რუტეს განცხადებაზე: ქაღალდზე დაწერილი კი არ გავუგზავნეთ, რომ ნატოს წევრობა გვინდა, სისხლით გვაქვს ეს დაწერილი და ამას ყურადღება არ მიაქციო, არის ძალიან არასამართლიანი საქციელი
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან საქართველოსთან დაკავშირებით...
1764090704
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი კაია კალასთან შეხვედრაზე მარკო რუბიოს უარის შესახებ: ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გამოცემა „პოლიტიკო“-ს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს აცხადებს ევროკავშირის საგ...
1764088013
მსოფლიოფრიდრიხ მერცი: ევროპამ უნდა მისცეს თანხმობა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებას
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მისცეს თანხმობა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებას. „ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას: ჩვენ ვესწრაფვით ცეცხლის შეწყვეტას რაც შე...
1764085911
მსოფლიოკირ სტარმერის სპიკერი: ბრიტანეთი კვლავ მზად არის, უკრაინაში თავისი ძალები გაგზავნოს, თუკი საომარი მოქმედებები შეწყდება
დიდი ბრიტანეთი კვლავ მზად არის, უკრაინაში თავისი ძალები გაგზავნოს, თუკი საომარი მოქმედებები შეწყდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. კითხვაზე, მზად არის...



























