ჩვენ ვართ ჭაობში, 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ დავჭაობდით - თამარ ჩერგოლეიშვილი
გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "ჩვენ ვართ ჭაობში".
"ჩვენ ვართ ჭაობში.
19 აპრილის შეთანხმების შემდეგ დავჭაობდით.
ეს კანონზომიერია - როდესაც უშედეგო ბოიკოტს აცხადებ, ხალხის იმედგაცრუება, დეპრესია, აპათია - გარდაუვალია.
(რომ წაეკითხა მედიას, პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას სხვა ქვეყნების გამოცდილება, ან თავისით ეხელმძღვანელა, მიხვდებოდა რომ უშედეგო ბოიკოტის გამოცხადებას, სჯობს გაჩუმდე, მაგრამ ნაკითხი ელიტის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს - "კაი ახლა, ელენეს გრეჩიხიზაცია შეუძლებელია", ასე მიგდებდნენ სიტყვას ბანზე, განგაში რომ მქონდა. ბოიკოტი მძიმეა, ზუსტად თუ არ ვიცით, რომ ავწევთ, არ უნდა გამოვაცხადოთ მეთქი ვამტკიცებდი და ვინც არ მლანძღავდა, ასეთი მშობლიური და ავადსახსენებელი სილაღით მამშვიდებდა).
რაც მოხდა, მოხდა.
მიუხედავად იმისა, ვინ რა დავაშავეთ, პოლიტიკის თვისება ისაა, რომ ყველა ერთად ვსხედვართ ამ მყრალ ჭაობში.
ჭაობი სიცოცხლისთვის სახიფათო სივრცეა.
ჭაობიდან ამოსვლას აქვს თავისი წესები.
1) არ უნდა იფართხალო, თორემ მეტად ჩაიძირები;
ახლა - ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი ფართხალებს, რაღაც ალიანსებს ქმნის, რომელიც პირველივე მოსახვევში იშლება, ერთ დღიანი ნიუსის შესაქმნელად და რელევანტურად დასარჩენად, აზრისგან დაცლილი ინიციატივებს აყენებს, ყოველი შემდეგი მოქმედება, წინას გამორიცხავს.
ამ ფართხალში აყოლა ჭაობში სიკვდილია.
2) მსუბუქად უნდა იარო, ზედმეტი ტვირთის გარეშე;
ალიანსი მსუბუქია მაშინ, როდესაც შიგ შემავალ სუბიექტებს ერთი ვექტორი აქვთ. თუ სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან - ეს უკვე ტვირთია, მიზნისკენ სვლა მძიმდება და ვიძრებით.
ანუ მხოლოდ შინაარსზე, პრინციპებზე, საერთო სტრატეგიულ და ტაქტიკურ ხედვაზე დაფუძნებულ ალიანსს აქვს აზრი.
ბალასტის აკიდება ჭაობიდან ამოსვლისას - სიკვდილია.
3) მყარზე ხელის მოჭიდება გვჭირდება.
ერთადერთი შანსი, მყარი ხელი გამოგვიწოდონ - მესიანიზმისგან სრულიად დაცლილი დემოკრატიული დღის წესრიგია.
დაგუგლეთ - კარგი ვიეტნამური წყაროები არსებობს ჭაობიდან ამოსვლაზე",-წერს, თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵სიცოცხლე განა ის არის, სიცოცხლე ეს არ არის, ეს არსებობაა… - მამა პეტრე
1773856106
ახალი ამბებიილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...































