სიცოცხლე განა ის არის, სიცოცხლე ეს არ არის, ეს არსებობაა… - მამა პეტრე

სიცოცხლე განა ის არის, დილით გაიღვიძო, ან რაღაცის ხმამ გაგაღვიძოს, მერე ადგომა  დაგეზაროს, მეორე  მხარეს გადაბრუნდე და დაიწყო ფიქრი, არაფერზე…

ან ის, ჰაერი ჩაისუნთქო,  მერე ამოისუნთქო, მერე სოციალურ  ქსელს თვალი გადაავლო, მონაწერები წაიკითხო, კომენტარებს ჩაჰყვე, ვიღაც გამოლანძღო, ვიღაცას მოკითხვა გაუგზავნო, მერე ისევ წამოწვე, ან ქუჩაში გახვიდე და გამვლელს სიგარეტი სთხოვო… თუ გაგიმართლა შემოგთავაზებს, თუ არა, პირველი დაგასწრებს და აქეთ გთხოვს, იქნებ მომაწევინოო… გაგეღიმება და გულში ჩაილაპარაკებ, აგერ, კიდევ ერთი ჩემნაირიო…

სიცოცხლე ეს არ არის, ეს არსებობაა…

სიცოცხლე იმ ბალახს გავს,  არც ერთი ლოგიკით არ უნდა ამოსულიყო, მაგრამ ქვა გახეთქა და ფოთლებთან ერთად ყვავილიც რომ გამოიღო…

სიცოცხლე ის არის, როცა ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, მკვდარი რომ უნდა იყო, მაგრამ თავს ძალას ატან, საკუთარ სისუსტეს ებრძვი, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავ, ათასჯერ გადალეწილი მუხლებით თავიდან რომ სწავლოდ სიარულს, მერე სხვა წაქცეულთან მიდიხარ და ეხიდები, სიკვდილის უფლებას არ აძლევ, არწმუნებ, რომ ღირს თავიდან დაწყება…

სიცოცხლე ის არის, როცა ყველა შენ წინააღმდეგ მიდის, მაგრამ მაინც იგერიებ ყველა დაპირისპირებას, აპროტესტებ ყველა მახინჯ შეხედულებებს, ამსხვრევ ყველა არასწორ სტერეოტიპებს და არ გეშინია ქვების ჩაქოლვის…

სიცოცხლე ის არის, რაც ერთხელ გეძლევა და სწორად უნდა წარმართო… სხვას არ მისცე იმის უფლება, დაგიხაზოს სავალი გზები, მიგითითოს რა უნდა მოგეწონოს, რაზე უნდა თქვა  უარი… სად უნდა იმოგზაურო, რა  ჩაიცვა, რა ჭამო, სად დაისვენო…

ყველას აქვს თავისი წილი სიცოცხლე… ზოგი მთელი ცხოვრება ისეა, მკვდრისგან არ განსხვავდება… ზოგს ძალიან სწყურია, იყოს ცოცხალი, მაგრამ კლავენ…

…და ყველაზე საშინელი სიკვდილი ის არის, ცოცხალი რომ ხარ და მორალურად გიღებენ ბოლოს… მაინც ცდილობ აღდგე ფერფლიდან და თქვა, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!..

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵წავედით მე და ბასასუნები დასატესტად და დავბრუნდით 4 ცალი კოვიდდადებითი - ირინა სარიშვილი

🔵მიშას გამჩერებელი ბიძინა კი არა, ვლადიმერ პუტინი არ არის - გუბაზ სანიკიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773856106

ახალი ამბები

ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...

საქართველოს მთავრობა

1773854422

სპორტი

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი

დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...

მაკა ბოჭორიშვილი

1773852826

ახალი ამბები

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

1773851404

ახალი ამბები

თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...

თბილისის მერი

1773850207

ახალი ამბები

მეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“

„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...

მეუფე შიო