"დამნაშავეს" ძიებაში გვრჩება 3 ვარიანტი, თავად მგზავრები, რომლებმაც დააგვიანეს, სატრანსპორტო კომპანია რომელიც ვერ მივიდა დროულად დანიშნულების ადგილამდე და საავტომობილო გზების დეპარტამენტი" - "ვიზეარის" გადაწყვეტილებაზე განხილვა გრძელდება

17 თებერვალს დილით ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში. აღნიშნულ ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება წერს:

"ახლა, ვფიქრობ უკვე შეგვიძლია ცივი გონებით განვიხილოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ განვითარებული მოვლენები, ისე რომ ცეცხლზე ნავთის დასხმა არ გამოგვივიდეს და მოდი, მივყვეთ დეტალურად.

1. როდესაც მგზავრი აგვიანებს რეგისტრაციის დასრულებამდე გამოცხადებას, არის no show რაზედაც პასუხისმგებელი არც ავიაკომპანიაა და არც აეროპორტი.

2. რეგისტრაციაზე (Check-in) გამოცხადება ნიშნავს არა აეროპორტში მისწრებას, ან თუნდაც რიგში დგომას, არამედ უშუალოდ სარეგისტრაციო მაგიდასთან ყოფნას და ოპერატორისთვის დოკუმენტების მიწოდებას.

3. ბილეთზე რომ აწერია ფრენის დრო, მაგალითად 06:10 ეგ არის გაფრენის დრო. ფრენამდე 40 წუთით ადრე იხურება რეგისტრაცია. რეგისტრაციის დახურვა არის განსაზღვრული რეგულაციების მიხედვით და არა ჩექინის ოპერატორის ან ზოგადად აეროპორტის მიერ.

4. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, არის მთელი რიგი პროცედურები შესასრულებელი, ამიტომაც არის განსაზღვრული 40 წუთი და ამ პერიოდში რეგისტრაცია ვეღარ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაცია აფრენამდე გაგრძელდებოდა.

5. ქუთაისი-ბერლინის რეისზე, სტანდარტული პროცედურების დამატებით საჭირო გახდა de aising (იხ. ფოტო მაგალითისთვის). სპეციალური ხსნარით თვითმფრინავის დამუშავების პროცედურა, რომელიც ჩვეულებრივი ამბავია თოვლსა და ყინვაში. ასევე, ეს პროცედურა ტარდება ჩასხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა სახმელეთო პროცედურა დასრულებულია და თვითმფრინავის კარები არის დახურული.

6. როგორც იცით, ვიზეარი არის ბიუჯეტური კომპანია, რომელიც სულ ჰაერშია, რეისები ერთმანეთზე არის მიბმული და თუ ერთი რეისი დააგვიანებს, ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, დომინოს პრინციპით, ყველა რეისი იგვიანებს. თუ ავიაკომპანიის ბრალეულობით დაგვიანება 3 საათს გადააშორებს, ვიზეარი იძულების წესით იხდის კომპენსაციას, თითოეულ მგზავრზე 250-დან 600 ევრომდე, აფრენის და დაფრენის ქალაქებს შორის მანძილის მიხედვით. თუნდაც ამ მიზეზის გამო, კაპიტანი, რომელიც ავიაკომპანიას წარმოადგენს და პასუხისმგებელია ფრენაზე აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ რეგულაციების დაცვით, თავიდან აირიდოს დაგვიანება.

7. ფინანსური მხარეც რომ არ იყოს, რომელიც ფრენის დაგვიანებას თან სდევს, ეკიპაჟს აქვს ფრენისთვის განსაზღვრული დრო, რომლის ამოწურვის შემდეგაც ფრენის უფლება აღარ აქვთ, თუ არ დაისვენეს. ეს ყველაფერი სტანდარტებით არის განსაზღვრული, რომელსაც მკაცრად იცავს ვიზეარი, როგორც ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანია. ასე, რომ თვითმფრინავი არ/ვერ ელოდება დაგვიანებულ მგზავრებს.

8. "დამნაშავეს" ძიებაში გვრჩება 3 ვარიანტი, თავად მგზავრები, რომლებმაც დააგვიანეს, სატრანსპორტო კომპანია რომელიც ვერ მივიდა დროულად დანიშნულების ადგილამდე და საავტომობილო გზების დეპარტამენტი. საგანგებო სიტუაცია არ ყოფილა, არც მოულოდნელად მოსულა უხვი ნალექი(ზოგადად, ეგ ალბათ მხოლოდ მაშინ შეიძლება თქვა, როდესაც ზამთრის გარდა, სხვა პერიოდში მოთოვს უხვად. ზამთარში რომ თოვლის მოსვლას მოულოდნელს ეძახიან, სასაცილოდ ჟღერს), 2 დღით ადრეც უკვე დიდი თოვლი იყო და შეუძლებელი არ იყო იმის განჭვრეტა, ჩვეულებრივზე უფრო მეტი დრო რომ დასჭირდებოდა ტრანსპორტირებას. ამ კუთხით, შეიძლება თავად მგზავრების და სატრანსპორტო კომპანიის წინდაუხედაობაზეც საუბარი, თუმცა ნორმალურ ქვეყანაში, ზომიერი ნალექი არ ხდება რამდენიმე დღით ტრანსპორტირების შეფერხების მიზეზი. გზები უნდა იწმინდებოდეს და მუშავდებოდეს ისე, რომ გადაადგილება არ შეფერხდეს.

9. შეჯამებისთვის, მოკლედ რომ ვთქვა, განრისხებული და წყობიდან გამოსული მგზავრების აგრესია არასწორად იყო მიმართული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლების მიმართ. ჯგუფში დაიდო უამრავი შეურაცხმყოფელი და ყოველგვარ ზღვარს გადამცდარი ვიდეოები და კომენტარები, რომელიც ცხადია ნახვისთანავე წავშალეთ. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება ქართველებო, ასე არ შეიძლება გვეზიზღებოდეს ერთმანეთი, არ შეიძლება ასე გადავუაროთ ადამიანებს, რომლებიც პატიოსნად და ერთგულად გვემსახურებიან. ყოველთვის, როდესაც რაიმე პრობლემას წავაწყდებით, სხვას ვაბრალებთ და საკუთარ პასუხისმგებლობას არ ვიაზრებთ, მაგრამ თუ ასეთი დამოკიდებულებით ვაპირებთ განვაგრძოთ ცხოვრება, როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩერდება საქართველოში ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული, კვალიფიცირებული ადამიანები, რომელიც თავისუფლად ფლობს რამდენიმე ენას და ევროპის არაერთ აეროპორტში შეძლებს მუშაობას, თანაც იქ პატივისცემით მოეპყრობიან, ღიმილით შეხვდებიან და მადლობასაც გადაუხდიან, ჩვენგან განსხვავებით.

10. ჩემი პატივისცემა Kutaisi International Airport-ის თანამშრომლებს და მადლობა მოთმინებისთვის, მადლობა გულისხმიერებისთვის და ადამიანობისთვის არ იფიქროთ, რომ ვერ ვხედავდეთ თქვენს გაწეულ შრომას და მოთმინებას, როდესაც სხვისი დანაშაულის გამო ილანძღებით, მაგრამ თავის სამართლებლად სიმართლესაც კი ვერ ამბობთ ხმამაღლა", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

ქუთაისი-ბერლინის რეისს Airbus a320 ასრულებს, რომელსაც 180 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამ დილით თვითმფრინავი დაახლოებით 90 მგზავრით გაფრინდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, არსებობდა რისკი, რომ ეს რეისი საერთოდ ვერ შესრულებულიყო. რას მისი განმარტებით, ნიშნავდა იმას რომ ბერლინში დარჩებოდა ყველა ის მგზავრი, რომელიც იმავე ავიახომალდს ქუთაისში უნდა ჩამოეყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის ევა კაილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ კლიენტს ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან

* "წარმოვიდგინოთ, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი. ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება?"

* "დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს" - მამუკა მდინარაძე   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756045972

ახალი ამბები

პატრიარქი: სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული მამუკა ჩარკვიანის სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამ...

პატრიარქი

1756043225

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავა

 რუსეთის პრეზიდენტი მომდევნო კვირაში ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებსინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში რუსეთის მთავრობის დელეგაციასთან ერთად...

პუტინი

1756039505

ახალი ამბები

თუშეთში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

 თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშე...

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

1756038119

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელად ულოცავს უკრაინის ხალხს და უსურვებს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა. „უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გ...

საგარეო

1756033087

ახალი ამბები

თუშეთში, წოვათის ხეობის ალპურ ზონაში ხანძარია

 თუშეთში, წოვათის ხეობაში რამდენიმე საათია, რაც ხანძარია. ,,ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარი და რელიეფის სირთულე უწყობს ხელს“, - ამ ინფორმაციას ადგილობრივები სოციალური ქსელის მეშვეობით ავრც...

თუშეთში, წოვათის ხეობის ალპურ ზონაში ხანძარია