დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს
მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ, 19 მარტს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად, კლინიკიდან გაწერეს. როგორც მისმა შვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია.
"ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - გვითხრა ანაკო ტურაშვილმა.
19 მარტს გადაცემა "მე-17 სართულში" დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ასე გამოეხმაურა:
"3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო...".
ტურაშვილის გარდა, ბოლო დღეებში კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე არიან სხვა მწერლებიც.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794480470
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა საქართვე...
1794479525
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამ...
1794478476
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს - ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კაი კალასისი განცხადებას ეხმიანება, რომ - „აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე ევროპის სახელით მოლა...
1794476567
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ, ყველამ უნდა დაინახოს, რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში
„ბრიუსელის ბოლო პერიოდის პოლიტიკა სამარცხვინოა და დაცლილია ევროპული ფასეულობებისგან. ბრიუსელში მოკალათებული ბიუროკრატების შემადგენლობა საბჭოთა პერიოდის კრემლს დაემსგავსა, როდესაც დირექტივებს გასცემდნე...
1794475527
საზოგადოებაგორდულაძე: ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მსხვერპლის სტატუსზე, ევროპაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების პრაქტიკასა და IRI-ის კვ...


























