დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც არა სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას ედგება ოპოზიციაში, მონატრებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას, პირდაპირ გეუბნებით
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ღამის კურიერის“ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას ეხმაურება.
კითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ გუნდს დაშვება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა, სხვადასხვა პარტიასთან მიმართებით სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღოს, მათიკაშვილი პასუხობს, რომ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მისაღებია. თუმცა, მისივე თქმით, სარჩელი სრულად არის გაჯერებული მტკიცებულებებით და თუ იგი სრულად დაკმაყოფილდება, ეს იქნება აბსოლუტურად გამართლებული სამართლებრივი გადაწყვეტილება.
„საუბარი იმაზეა, რომ სარჩელი არის აბსოლუტურად გაჯერებული იმ ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რომლებიც ამყარებს მას. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სრულად დაკმაყოფილების გადაწყვეტილებას, ეს იქნება აბსოლუტურად გამართლებული სამართლებრივი, საერთაშორისო პრაქტიკის, საქართველოს კონსტიტუციისა და ყველა იმ სამართლებრივი დანაწესის ფონზე, რომლებიც ამ საკითხებთან მიმართებით მსოფლიოში მოქმედებს.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლისგან შედგება და მათი გადასაწყვეტია, რა პასუხს გასცემენ. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც არა სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას ედგება ოპოზიციაში.
როდესაც ევროსტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებაზე იქნება საუბარი, როდესაც ქვეყნის პროგრესსა და შემოსულ ინვესტიციებზე იქნება საუბარი, იმ უცხო ძალების წისქვილზე კი არ დაასხამენ წყალს მსგავსი ოპოზიციური ძალები (რომლებსაც დღეს „მეხუთე კოლონა“ ჰქვია და დავარქვით სრულიად მართებულად), არამედ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს თანაბარწილად გაიზიარებენ ხელისუფლებასთან ერთად. ხოლო სადაც გასაკრიტიკებელი იქნება ხელისუფლება, არაფერს დააკლებენ და გააკრიტიკებენ ბოლომდე. მონატრებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელის განხილვა 3 დღეს გაგრძელდება.
1792605407
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია
„რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნ...
1792600691
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! - მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში
„აბა სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! - მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდა...
1792598622
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ
არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა და ას...
1792597125
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყები...
1792595043
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი
შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინა...


























