თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! - მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში
„აბა სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! - მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას ოპოზიციის შუამდგომლობებთან დაკავშირებით.
კერძოდ, ერთ-ერთი შუამდგომლობით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმავე რეჟიმში რჩებიან, რომ ეს ყველაფერი უკანონოა.
„აბა სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! - მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში. რა თქმა უნდა, იმავე რეჟიმში რჩებიან, რომ ეს ყველაფერი უკანონოა.
ჩვენ ნათლად განვმატეთ ეს ყველაფერი. სასამართლომაც განმარტა, რომ მხარის კომპეტენციაა თვითონ როგორ წარმოადგენს სარჩელს და ა.შ. რა თქმა უნდა მოპასუხეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და უთხრას, რომ ეს ჩვენი ნამსჯელი რაც არის, გასაზიარებელია თუ არ არის გასაზიარებელი. ასე, რომ თუ რამის დაზუსტება დასჭირდებათ, კითხვა-პასუხის, ან სხვა რეჟიმის დროს, რასაც სასამართლო დაგვავალებს, შევასრულებთ“, - აღნიშნა მან.
1792591968
საზოგადოებანინო წილოსანი: ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვეა, განსაკუთრებული აქცენტი ძუძუს კიბოს პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე კეთდება
„ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის ტექნოპარკი მასშტაბურ საინფორმაციო და მხარდამჭერ შეხვედრას მასპინძლობს. ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციის მნიშვნელობაზე...
1792589148
მსოფლიოფრიდრიხ მერცი: უკრაინის კაპიტულაცია მოკავშირეების კაპიტულაციას ნიშნავს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ეს კიევის ყველა მოკავშირის კაპიტულაციას ნიშნავს. ამასთან ერთად, კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ...
1792589021
ახალი ამბებიქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...
1792588897
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ. ღ...
1792588375
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა
„როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურნბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მ...



























