არჩილ გორდულაძე: რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია
„რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.
კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.
გორდულაძის თქმით, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ, ფაქტი ერთია, რომელიც არის ჯიუტი - დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით, მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა.
„რეალურად, კომისიის დასკვნაში მითითებულია არაერთი მტკიცებულება, რომელიც არის ან საჯაროდ და საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი, ან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ან საქართველოს საერთო სასამართლოების სხვადასხვა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, განაჩენები. რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და არა დასკვნის ზოგადად შინაარსთან, რომელიც მთლიანად ამ ფაქტებს მოიცავს და სხვადასხვა პარაგრაფში მიუთითებს“, - აღნიშნა მან.
1792592438
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვთვლით, რომ სარჩელი მტკიცებულებებითა და ფაქტებით არის ძალიან მყარი, გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ობიექტური
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“...
1792591968
საზოგადოებანინო წილოსანი: ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვეა, განსაკუთრებული აქცენტი ძუძუს კიბოს პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე კეთდება
„ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის ტექნოპარკი მასშტაბურ საინფორმაციო და მხარდამჭერ შეხვედრას მასპინძლობს. ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციის მნიშვნელობაზე...
1792589148
მსოფლიოფრიდრიხ მერცი: უკრაინის კაპიტულაცია მოკავშირეების კაპიტულაციას ნიშნავს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ეს კიევის ყველა მოკავშირის კაპიტულაციას ნიშნავს. ამასთან ერთად, კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ...
1792589021
ახალი ამბებიქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...
1792588897
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ. ღ...



























