დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაციის წევრებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორი ივანა ჟივკოვიჩი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ყურადღება ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ასევე, გარემოსდაცვითი ხელშემწყობი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს მრავალი მიმართულებით აქვთ გაეროსთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილება. საკმაოდ მნიშვნელოვანია გაეროს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების ნაწილში, გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შესრულების, კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, ნარჩენების მართვის, ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართულებებით აქტიური თანამშრომლობის საკითხებს.
ივანა ჟივკოვიჩის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობა წარმატებულია, შესაბამისად, კოორდინირებული მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
გენერალური მდივნის თანაშემწემ ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლობას.
„ვაფასებთ საქართველოსთან 30-წლიან თანამშრომლობას. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პროექტები გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე“, - განაცხადა ივანა ჟივკოვიჩმა.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოში ნინო ანთაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
1748629545
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია
„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგ...
1748628798
ახალი ამბებინინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ
„იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა, თავიდან ესხმიან თავს“, - წერს პარლამენტის ვ...
1748626553
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“: 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ
„ღალატში გაწაფული ზურაბიშვილი და მისი ამფსონები კვლავაც ითხოვენ სამშობლოს ღალატს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა...
1748624913
ახალი ამბებითეა წულუკიანი: დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ
„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს“,...
1748623284
ახალი ამბებილევან ნიკოლეიშვილი აქტივისტებისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე: რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე მივარდნა-შეურაცხყოფა და როგორ მოქმედებს კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში, ყველამ უნდა გაიგოს
„დღეს საკანში 12 დღით გააწესეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, თავისი რადიკალიზმით გამორჩეული ვინმე თათია აფრიამაშვილი. ცნობისათვის ეს ის პირი გახლავთ, რომელიც დეპუტატ მარიამ ლაშხს კაფეში შეუვარდა, როდე...