დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით. შემუშავდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის მხარეს პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს.

„ორ ქვეყანას შორის არსებობს დიდი შესაძლებლობები როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობის, ასევე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. მომზადდება მემორანდუმი, რომელიც მომავალში გაფორმდება და გახდება ძლიერი საფუძველი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ისრაელის ბაზარზე კონკურენტული გახდეს ისეთი პროდუქციით, როგორიცაა ღვინო, თაფლი და მშრალი ხილი, ხოლო ისრაელიდან საქართველოში გაიზარდოს თანამედროვე აგროტექნოლოგიების და სარწყავი სისტემების იმპორტი. ასევე აღინიშნა, რომ სავაჭრო დინამიკის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორისა და ფერმერების შესაძლებლობების გაფართოებას.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მინისტრთან და სამინისტროს მთელ გუნდთან. ვაპირებთ შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე, რათა კიდევ ერთი საფეხურით წინ წავიწიოთ. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ბევრი რამ ჯერ კიდევ გვაქვს სასწავლი ერთმანეთისგან,“ - განაცხადა ავი დიხტერმა, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, კახა კაკაბაძე, ზურაბ ეზუგბაია, სამინისტროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757935998

საზოგადოება

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩზე: დიპლომატიურ საქმიანობასთან არ აქვს კავშირი მას, ვინც ქვეყანაში ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩას

„ყველა, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, რადიკალია“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ ოპოზიციურად განწყობილ სამოქალაქო აქტივისტებთან გამართულ შეხვედრე...

კახა კალაძეკახა კალაძე

1757935245

საზოგადოება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით შსს-მ ელენე ხოშტარია დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით ელენე ხოშტარია დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბი...

ელენე ხოშტარია

1757934270

საზოგადოება

მიხეილ დუნდუა: ეკონომიკის ზრდა ასახვას პოვებს ხელფასების მატებაზე. მიზანი კეთილდღეობის იმ დონის დაფიქსირებაა, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს

ეკონომიკის ზრდა ასახვას პოვებს ხელფასების მატებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 2025 წლის მეორე...

მიხეილ დუნდუა

1757932866

საზოგადოება

კახა კალაძე „ჰექსოგენის“ საქმეში უკრაინული სპეცსამსახურების ჩართულობაზე: არ უნდა გაგვიკვირდეს - განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ

„ვინ არიან წარმოდგენილნი უკრაინაში გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე? შემთხვევით, ის პირები ხომ არ არიან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხალხს აწამებდნენ 2012 წლამდე, თუ რაიმე უბედურება ხდებოდა, მათი ჩართულობით...

კახა კალაძე

1757929085

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი არ გააჩნია, პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ

„რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, რაღაც პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, ის პასუხს მიიღებს“, – ამის შესახებ „ქარ...

თენგიზ შარმანაშვილი