თენგიზ შარმანაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი არ გააჩნია, პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ

„რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, რაღაც პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, ის პასუხს მიიღებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეეცდებიან, პატრონებს დაანახვონ, რომ მათ ფულს ტყუილად არ უხდიან და რაღაც მოქმედებებს სჩადიან, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ.
„საქართველოს კონსტიტუციით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, მაგრამ კონსტიტუციაში ისიც წერია, რა მოხდება, თუ შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ხელისუფლება კონსტიტუციიდან გამომდინარე ჩაერევა და არავის ვურჩევ, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, რაღაც პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, ის პასუხს მიიღებს.
„ნაცმოძრაობას“ იმის რესურსი არ გააჩნია, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალოს. შეეცდებიან, პატრონებს დაანახვონ, რომ მათ ფულს ტყუილად არ უხდიან და რაღაც მოქმედებებს სჩადიან, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რაზედაც პასუხს აგებს. სასამართლოს წინაშე წარდგება და თუ რაიმე აქვს თავის გასამართლებელი, ამის ასპარეზი ექნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
1757924133
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა“, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრ...
1757924097
საზოგადოებაგივი მიქანაძე ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემაზე: სტუდენტური მოძრაობები დამახასიათებელი მოცემულობაა ქვეყნებისთვის მაგრამ მნიშვნელოვანია რა დაფინანსებას იღებენ, ვისგან იღებენ, რაც მთავარია რა მიზნებს ემსახურება მიღებული დაფინანსება
სტუდენტური მოძრაობები დამახასიათებელი მოცემულობაა ნებისმიერი ქვეყნისთვის მაგრამ მნიშვნელოვანია რა დაფინანსებას იღებენ, ვისგან იღებენ, რაც მთავარია რა მიზნებს ემსახურება მიღებული დაფინანსება, - ასე ეხმ...
1757922778
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა
ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ამ მიზეზის,...
1757922606
საზოგადოებამარიამ ლაშხი ეუთო/ოდირზე: ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს
ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ...
1757921407
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი
ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი, - აღნიშნუ...