დავით სონღულაშვილი: მომავალი წლის პირველ ნახევარში მივიღებთ, ინსტიტუციურად, შინაარსობრივად და სისტემურად ახალ სამინისტროს, რომელიც იქნება ბევრად უფრო ეფექტური

მომავალი წლის პირველ ნახევარში ფაქტობრივად მივიღებთ, ინსტიტუციურად, შინაარსობრივად და სისტემურად ახალ სამინისტროს, რომელიც იქნება ბევრად უფრო ეფექტური, რაც უზრუნველყოფს, რომ პროგრამები იყოს საჭიროებებზე მორგებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

2025 წლის შეჯამებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში უწყება რეგიონებში ხვდებოდა ფერმერებს, ადგილზე ეცნობოდა მათ საჭიროებებს და რეფორმების განხორციელება შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ხდებოდა.

“სახელმწიფო კომპანია ახორციელებს უპრეცედენტო პროექტს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის ილტოს წყალსაცავთან დაკავშირებული პროექტი. ამ მიმართულებით ჩვენ დავასრულეთ წინასწარი მოკვლევის სამუშაოები, რომელიც ადასტურებს, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ფაქტობრივად უკვე გადასულები ვართ პროექტირების ფაზაში”, - განაცხადა სონღულაშვილმა.

მინისტრი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ნარჩენების მართვას ასახელებს.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც გვაქვს ეს არის ნარჩენების მართვა და ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება. წელს დავიწყეთ პლასტიკის წინააღმდეგ რეფორმა, გვაქვს აქტიური ღონისძიებები დაგეგმილი”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766948204

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს რეკორდული მაჩვენებლები მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის ექსპორტსა და ტურიზმში

„სახელმწიფო განაგრძობს იყოს კარგი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს არაერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართვე...

მარიამ ქვრივიშვილი

1766947514

საზოგადოება

გეკა გელაძე: 2026 წელს გვაქვს ამბიციური გეგმები შსს-ს რამდენიმე მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს არის სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, საზღვრებზე მეტი კონტროლის მექანიზმის შექმნა, სანაპირო დაცვის ახალი აღჭურვილობის შეძენა

თითოეული პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება დაცული და ამისთვის ძალიან დიდ შრომას დებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გე...

 გეკა გელაძე

1766945949

საზოგადოება

გიორგი გვარაკიძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საუბრისას. მი...

გიორგი გვარაკიძე

1766945164

საზოგადოება

პრემიერი: მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს საზოგადოებას - არის გარკვეული ეჭვები, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან

მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას,...

ირაკლი კობახიძ

1766945042

საზოგადოება

პრემიერი: ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ დაადასტურა, რასაც ვამბობდით - რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა

„ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი...

ირაკლი კობახიძე