გეკა გელაძე: 2026 წელს გვაქვს ამბიციური გეგმები შსს-ს რამდენიმე მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს არის სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, საზღვრებზე მეტი კონტროლის მექანიზმის შექმნა, სანაპირო დაცვის ახალი აღჭურვილობის შეძენა
თითოეული პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება დაცული და ამისთვის ძალიან დიდ შრომას დებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ.
მისივე თქმით, პოლიციელების შრომის მაგალითად შეგვიძლია 4 ოქტომბერი მოვიყვანოთ, როდესაც მათ მაღალი სტანდარტით იმუშავეს.
„მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 4 ოქტომბრის მოვლენები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებმა რამხელა სტანდარტით იმუშავეს და რა პროპორციული ძალა გამოიყენეს. საბედნიეროდ არც ერთი მოქალაქე იმ დღეს არ დაშავებულა. რაც შეეხება პოლიციელებს, 35-მდე პოლიციელი დაშავდა. ნაწილი იყო განსაკუთრებით მძიმე. ჩვენი ექიმების დახმარებით ისინი კარგად გრძნობენ თავს და დღეს ახორციელებენ თავიანთ უფლება-მოვალეობას“, - აღნიშნა მინისტრმა.
გეკა გელაძემ ისაუბრა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზეც და განმარტა, რომ საჰაერო, სახმელეთო და საპორტო პუნქტებში შექმნილია სპეციალიზებული დანაყოფები, რომლებიც სრულად არიან ორიენტირებული ნარკოდანაშაულის გახსნაზე.
„დღეის მდგომარეობით, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საპორტო პუნქტებში შექმნილი გვაქვს სპეციალიზებული დანაყოფები, რომლებიც სრულად არიან ორიენტირებული ნარკოდანაშაულის გახსნაზე. ჩვენ როგორც საზოგადოებას დავპირდით, ძალიან მკაცრ პოლიტიკას ვატარებთ ნარკოდანაშაულის მიმართულებით. სტრუქტურული გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო და ძალიან ეფექტურად მუშაობს აღნიშნული დანაყოფები.
მიმდინარე წელს ჩვენ შევიძინეთ სპეციალიზებული სკანერები, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა გზავნილში აღმოაჩინოს სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებები“, - განმარტა გეკა გელაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზეც და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ძალიან ქმედითი, მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.
„ძალიან ქმედითი, მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადავდგით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. საქართველოში მიმდინარე წელს 40 ათასი დანაშაულია რეგისტრირებული, საიდანაც გახსნის მაჩვენებელი გვაქვს 65%-მდე და წინა წელთან შედარებით მომხდარი დანაშაული რომ შევადაროთ, არის 3-დან 4% მდე შემცირებული, რაც თითოეული პოლიციელის, შსს-ს თანამშრომლის დამსახურებაა“, - დასძინა გელაძემ.
გეკა გელაძემ მომავალი 2026 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება და საზღვრებზე კიდევ უფრო მეტი კონტროლის მექანიზმის შექმნა.
„ძალიან საინტერესო წელი გვექნება 2026 წელი. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავპირდე, რომ ყველა აღნიშნული გამოწვევის წინაშე ვიქნებით ძალიან მკაცრი. ასევე, შემდეგ წელს გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები შსს-ს რამდენიმე მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს არის სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, საზღვრებზე კიდევ უფრო მეტი კონტროლის მექანიზმის შექმნა, სანაპირო დაცვის მიმართულებით ახალი აღჭურვილობის, ახალი ტექნიკური საშუალებების შეძენა და საპატრულო პოლიციის მიმართულებითაც გვაქვს გეგმები“, - განაცხადა გეკა გელაძემ.
1766948204
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს რეკორდული მაჩვენებლები მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის ექსპორტსა და ტურიზმში
„სახელმწიფო განაგრძობს იყოს კარგი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს არაერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართვე...
1766945949
საზოგადოებაგიორგი გვარაკიძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საუბრისას. მი...
1766945164
საზოგადოებაპრემიერი: მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს საზოგადოებას - არის გარკვეული ეჭვები, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან
მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას,...
1766945042
საზოგადოებაპრემიერი: ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ დაადასტურა, რასაც ვამბობდით - რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა
„ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი...
1766944934
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე
„ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებუ...


























