მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს რეკორდული მაჩვენებლები მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის ექსპორტსა და ტურიზმში
„სახელმწიფო განაგრძობს იყოს კარგი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს არაერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
2025 წლის შეჯამებისას, ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რეკორდული მაჩვენებლები მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის ექსპორტსა და ტურიზმში.
„აღნიშნულ ინვესტიციას [6,6 მლრდ აშშ დოლარი] ეკონომიკაზე ექნება უდიდესი დადებითი გავლენა. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ძალიან დადებითი ეფექტი მოიტანა ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებასა და პოპულარიზაციაზე, რამაც ასევე უკვე განაპირობა, რომ ჩვენი ქვეყნისადმი უცხოელი ინვესტორების მხრიდან გაზრდილია ინტერესი. რაც შეეხება იმ სარგებელს, რასაც ჩვენ ასეთი მსხვილი ინვესტიციიდან თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის ველოდებით, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ უდიდესი ღირებულება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, მშენებლობის პერიოდში შეიქმნება 24 000 ახალი სამუშაო ადგილი გონიოსა და დედაქალაქში. მას შემდეგ, რაც პროექტი ოპერირებაში გაეშვება მუდმივად იქნება შექმნილი ახალი 8 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი რესურსი ჩადო რკინიგზის მოდერნიზაციაში.
“ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რკინიგზამ უნდა შეძლოს და გააორმაგოს ის გამტარუნარიანობა, რომელიც ამ ეტაპისთვის აქვს ტვირთბრუნვის მიმართულებით და ამავდროულად შეძლოს და შეამციროს ტვირთების გადაზიდვის დრო, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება კიდევ უფრო გაიზრდება, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და ანაკლიის პორტისა და საქართველოს რკინიგზის არსებობით შეგვიძლია ღირსეული წვლილი კვლავ შევიტანოთ და გავზარდოთ საქართველოს როლი შუა დერეფანში”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
1766947514
საზოგადოებაგეკა გელაძე: 2026 წელს გვაქვს ამბიციური გეგმები შსს-ს რამდენიმე მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს არის სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, საზღვრებზე მეტი კონტროლის მექანიზმის შექმნა, სანაპირო დაცვის ახალი აღჭურვილობის შეძენა
თითოეული პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება დაცული და ამისთვის ძალიან დიდ შრომას დებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გე...
1766945949
საზოგადოებაგიორგი გვარაკიძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საუბრისას. მი...
1766945164
საზოგადოებაპრემიერი: მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს საზოგადოებას - არის გარკვეული ეჭვები, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან
მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას,...
1766945042
საზოგადოებაპრემიერი: ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ დაადასტურა, რასაც ვამბობდით - რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა
„ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი...
1766944934
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე
„ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებუ...


























