„დაზარალებულის კუთვნილ 37 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა“ - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული დაზარალებულს ჰპირდებოდა, რომ თითქოსდა პროკურატურასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით,
საერთაშორისო დახმარების ფარგლებში დაკავებული პირის საქართველოდან ექსტრადირება არ მოხდებოდა. ასევე, იგი დაზარალებულს არწმუნებდა, რომ დაკავებულისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებასა და ვიზის მიღებაში დაეხმარებოდა. ხსენებული გზით, ბრალდებული დაზარალებულის კუთვნილ 37 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1785853700
ახალი ამბებიჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა
ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. როგორც „დაიჯესტს“ შინაგან ს...
1785851723
საზოგადოებანიკა გვარამიამ აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან ლოიალური პოლიტიკის გამართლება სცადა, თუმცა კრიტიკის შემდეგ მან საზოგადოება ტროლ-ბოტების შეტევაში დაადანაშაულა
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში „...
1785850267
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
ხვალ, 5 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ვარკეთილის III მასივის I კვარტლის და თრიალეთის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპ...
1785850262
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6239 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6249 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1785848796
საზოგადოება„მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით შეიტანეს ცხენის ხორცი და თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას“ - დაკავებულია ორი პირი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. კერძოდ, სა...



























