გურამ მაჭარაშვილი: უსამშობლოების პრობლემა ის არის, რომ „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან, უცხოური აგენტის ბედია, რომ საკუთარი სამშობლოს გარდა, ყველას ინტერესებზე ფიქრობ
„უსამშობლოების პრობლემა ის არის, რომ თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითს“ ემორჩილებიან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, უცხოური აგენტის ბედია, რომ საკუთარი სამშობლოს გარდა, ყველას ინტერესებზე ფიქრობ.
„2008 წლის ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ რუსეთს სტრატეგიული ობიექტები ხომ გადასცა და სააკაშვილი ყვავილებით, ჭიქა ღვინით ხელში ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა, სასტუმროებში ანაწილებდა, ხოშტარია, ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობის“ სხვა ამფსონები კი ამბობდნენ, რომ რუსეთიდან ჩამობრძანებულიყვნენ, ქვეყანაში ინვესტიციები ჩაედოთ და რაც უნდოდათ, გაეკეთებინათ. ეს 2008 წლის ომის შემდეგ ხდებოდა, თურმე „ფულს სუნი არ ჰქონდა“. ეს მათმა შს მინისტრმა თქვა. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თურმე რუსეთი ცუდი შემდეგ გახდა, მანამდე კარგი ყოფილა. ანუ, ამ ხალხის ლოგიკით, მერე რა, არა უშავს, რუსეთმა საქართველო თუ დაბომბა, ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია თუ მოახდინა, მთავარია, რუსეთი უკრაინასთან მაშინ კარგად იყო. ამ ხალხის უსამშობლოობა პირდაპირი გაგებით აქაც ჩანს.
2022 წელს რუსეთში რა შეიცვალა? არაფერი, საქართველოსთვის რა ოკუპანტიც იყო, ის ოკუპანტი გახდა უკრაინისთვის. საქართველოს მოქალაქეობა რომ დათმეს და უკრაინის მიიღეს, ამ ხალხისთვის მთავარი ის ყოფილა, რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა. ამიტომ ვამბობ, რომ მათთვის მთავარი უცხო ქვეყანაა, საქართველო მეორეხარისხოვანია. ამ ყველაფერს თავად ამბობენ და აღიარებენ.
რატომ არ იყო ვითომ ასეთი ანტირუსული დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ 2022 წლამდე? თურმე მაშინ უკრაინას არ უჭირდა და კარგად იყო. საქართველო არ აინტერესებთ და ეს არის უსამშობლოების დამოკიდებულება. პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითს“ ემორჩილება. რასაც ეუბნებიან, იმას გააკეთებენ. თუ ეტყვიან, ხვალ უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. უცხოური აგენტის ბედია, რომ, საკუთარი სამშობლოს გარდა, ყველას ინტერესებზე ფიქრობ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
1785848796
საზოგადოება„მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით შეიტანეს ცხენის ხორცი და თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას“ - დაკავებულია ორი პირი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. კერძოდ, სა...
1785848336
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული - ჯგუფების ქცევა ჰგავს ჯარში ჯარისკაცის ბრძანების შესრულებას, სადაც არ არსებობს ინდივიდუალური აზრი, არ არსებობს მანევრის უფლება… არსებობს მხოლოდ გარედან მიღებული უპირობო დირექტივა
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები დევნილად იქცა, იმჟამინდელ ხელისუფლებასა და დღევანდელ „რუსოფობებს“ პროტესტის ნიშან...
1785847914
ახალი ამბებიპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებითი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუ...
1785843579
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს – საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს“ და ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს ნათლად წარმოაჩენს....
1785842913
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტის ხვედრია, რასაც დაავალებენ, ის გააკეთონ, გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, სამხედრო აღლუმს ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყნის შემადგენლობა დაესწრო, ვინაიდან მაშინ დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა
ეს აგენტების ხვედრია. მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ სხვანაირად ელაპარაკათ, ემოქმედათ, ვინაიდან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული და იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის გაშავების კამპანია, - განაცხადა ფრა...



























