"დღეს მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში" - მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, იგი დღეს რუსთავში აქციაზე, მოუთმენლად ელის ბევრი ადამიანის ხმის გაგებას.

"მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ვინაიდან ვარ პატიმრობაში და ვერ ვიღებ მონაწილეობას აქციების ოპერატიულ მართვასა და დაგეგმვაში, მთლიანად ვენდობი მრავალპარტიულ და უბრალოდ აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს.

ერთადერთი მსურს ემიგრანტებს მოვუწოდო აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისში დაგეგმილ დიდ ღონისძიებაში.

დღეს კი მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში. ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მიხანგრძლივებს",- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

დღეს გაერთიანებული ოპოზიცია რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქციას 18:00 საათზე გამართავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ პატიმრობიდან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 36-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს, ამის მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია

"არჩევნებზე ხმა მივცეთ ვისაც გვსურს ... არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს რიგ საკითხებში, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ადამიანურობა შევძლოთ" - ნიაზ დიასამიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788352732

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტ...

პროკურატურა

1788351154

საზოგადოება

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში - 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

„ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანა ჟორჟოლიანს “სუნიან გოიმს” და “41 ნომერ კალოშს” უწოდებს და მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-ნახვების სტატისტიკას აკრიტიკებს. კერძოდ, ჩერგოლეიშვილი ჟორჟო...

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზ

1788350133

საზოგადოება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების წესი დაამტკიცა

სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1788349342

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ხორცის გადამმუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისში, შპს „ველდან მით ფექტორი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილი...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1788348870

საზოგადოება

კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ყოფილი თანაგუნდელის...

კახა კალაძე