რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს, ამის მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

როგორც ბრეგაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნიათ.

"ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვეცა პასუხი. მათ შორის იყო კითხვა - საკვებ პროდუქტებზე. პირველად ვამბობთ ამას ეთერში, რადგან ისედაც ძალიან მალე საჯარო გახდება.

დიახ მან თავიდან შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი შემოსახლებიდან 2 დღეში, მან შეიძინა საკვები პროდუქტები, შემდგომში როგორც იცით მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე, გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები, სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები, ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა", - განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 36-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔵 "არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტს..." - საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტის მიმართვა მედიკოსებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792519337

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით, საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიან

„რაც შეეხება საქართველოს მიმართ მუქარებს, აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით, საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ...

რატი იონათამიშვილი

1792516484

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური

„მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებით ახორციელებს, ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, მაგალითად, ევ...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792515452

მსოფლიო

ალენ ბერსე: პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ამავდროუ...

ალენ ბერსე:

1792512417

ახალი ამბები

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

„რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა“, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა! „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიი...

 უპატრონო ძაღლი

1792511629

ახალი ამბები

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება, ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც...

შაკო ჩაჩანიძე