ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვალიდ აბუ ჰაიასთან.

შეხვედრაზე ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღინიშნა, რომ საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელს მაღალი, 33%-იანი ზრდით ხასიათდება.

მარიამ ქვრივიშვილმა ელჩთან ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის მიმდინარე ტენდენციები და საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები განიხილა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო ისრაელისთვის რიგით მესამე ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.

ეკონომიკის მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781714193

საზოგადოება

ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული

ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საუბრისას....

ლევან მახაშვილი

1781712686

საზოგადოება

ევროპარლამენტის ანგარიში: ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა

ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო...

ევროპარლამენტი

1781710841

საზოგადოება

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის...

პროკურატურა

1781708419

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს

„საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...

ვახტანგ ცინცაძე

1781707159

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. „ნაციონა...

თამარ ჩერგოლეიშვილი