თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა.
„2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.
საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1781703061
საზოგადოებათინა ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე: მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია, პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა. „მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდუ...
1781702452
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე: მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის განცხადებით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტის სამედიცინო მოსახურებით. ინფორმ...
1781701688
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781701394
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლ...
1781698567
ახალი ამბებიპროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა...



























