ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან
ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.
სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკურ განვითარებას.
„საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან. ასევე ვესაუბრეთ ეკონომიკურ განვითარებასა და იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველოს ცოტა ხნის წინ მიაღწია. მათ შორის, ეკონომიკის გაორმაგება, სიღარიბის რაოდენობის შემცირება და ა.შ. საუბარი გვქონდა ასევე საქართველო ევროკავშირის პრობლემატიკაზე.
ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ტრიალებს საქართველოს ირგვლივ. სხვათა შორის, ბევრი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ, მათთვის ცნობილი არ იყო“, - აღნიშნა მან.
ლუქსემბურგის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელშია. უკვე შედგა ბელგიის პარლამენტში შეხვედრები. ქვეყნებს შორის კავშირების გარდა, დისკუსიის თემა იყო საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაც.
1781712686
საზოგადოებაევროპარლამენტის ანგარიში: ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა
ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო...
1781710841
საზოგადოებათბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის...
1781708419
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს
„საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...
1781707159
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილი: ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. „ნაციონა...
1781706997
საზოგადოებათორნიკე ფაღავა: „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის შანსს და შესაძლებლობას ხედავს მშვიდობაში
ვიღაცები ფსონს დებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ომში, „ქართული ოცნება“ ფსონს დებს მშვიდობაში. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ოღონდ ამას გავაკეთებთ მშვიდობის გზით, - გა...



























