„ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“ - პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს
პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს.
„30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.
მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.
დაზარალებულებმა ვითარების მეტად გამწვავების თავიდან ასარიდებლად რესტორნის ტერიტორია დატოვეს.
31 აგვისტოს დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმლის უბეში.
ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია", - აცხადებს საქართველოს პროკურატურა.
1788503980
ახალი ამბებიპოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1788503890
საზოგადოებაპოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პ...
1788502164
საზოგადოებასაგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი...
1788501532
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ
„ეს არის მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი შეიქმნას, თუმცა ვიხილეთ ისიც, რომ ამ მცდელობამ მალევე ფიასკო განიცადა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...
1788500222
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ
სამწუხაროა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრენდის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკ...



























