ირაკლი კირცხალია: როგორც კი საუბარი იწყება ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება აგენტურული ქსელი

არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ტკივილის, ომისა და ხელოვნურად გაღრმავებული გაუცხოების მიუხედავად, შერიგება შესაძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.

მისივე თქმით, როგორც კი საუბარი იწყება მშვიდობაზე, ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და ერთიან სახელმწიფოში საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება ის ე.წ. პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული აგენტურული ქსელი, რომლისთვისაც მუდმივი დაპირისპირება არსებობის ერთადერთი ფორმაა.

როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს საერთო სამშობლო და საერთო მომავალი გვაქვს.

"უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. "აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება", - ამას ამბობს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უცხო ქვეყანაში თანამდებობის დაკავების გამო საქართველოს მოქალაქეობა დათმო და რომელიც დღემდე არ ამბობს უარს იმ პოლიტიკურ რიტორიკაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ მოუტანა დაპირისპირება, შუღლი და უმძიმესი შედეგები.

ეს ერთი ფრაზა არ არის. ეს არის პოლიტიკური აზროვნება, რომლის მიხედვითაც ქართველებსა და აფხაზებს შორის გაუცხოება თითქოს საბოლოო მოცემულობაა.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი "გვეზიზღება" და ამას "არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ტკივილის, ომისა და ხელოვნურად გაღრმავებული გაუცხოების მიუხედავად, შერიგება შესაძლებელია. მეტიც - საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების სხვა გზა არც არსებობს.

საშემოდგომო სესიის გახსნაზე სწორედ ამის შესახებ ვისაუბრე - მშვიდობაზე, დეოკუპაციაზე, ქვეყნის გამთლიანებასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ხელისუფლებას საკუთარი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე აქვს. და რას ვხედავთ პასუხად?

როგორც კი საუბარი იწყება მშვიდობაზე, ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და ერთიან სახელმწიფოში საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება ის ე.წ. პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული აგენტურული ქსელი, რომლისთვისაც მუდმივი დაპირისპირება არსებობის ერთადერთი ფორმაა.

სწორედ ასეთ საკითხებზე ხდება ყველაზე კარგად აგენტურის პოლიტიკური ლუსტრაცია, როდესაც ერთ მხარეს დგას სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მომავალს მშვიდობაზე, ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს, ხოლო მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ქართველებისა და აფხაზების შერიგება შეუძლებელია და ერთმანეთის სიძულვილი სამუდამო განაჩენია. ჩვენ ამ განაჩენს არ მივიღებთ.

ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს საერთო სამშობლო და საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ ერთობით უნდა ავაშენოთ ძლიერი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო, სადაც ვერც შიდა და ვერც გარე ძალა ვეღარ შეძლებს ჩვენს შორის შუღლის, სიძულვილისა და დაპირისპირების გაღვივებას.

ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი ყველა ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანების ხედვა.

მათ შეუძლიათ ილაპარაკონ სიძულვილზე. ჩვენ ვიმუშავებთ შერიგებისთვის. მათ შეუძლიათ ქართველებსა და აფხაზებს შორის კედლების აშენება მოინდომონ. ჩვენ ამ კედლებს მშვიდობით, განვითარებითა და ერთობით დავანგრევთ.

ეს არის განსხვავება მათ პოლიტიკასა და ჩვენს სახელმწიფოებრივ ხედვას შორის“, - წერს ირაკლი კირცხალია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788503980

ახალი ამბები

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...

პოლიცია პოლიცია

1788503890

საზოგადოება

პოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პ...

პოლიცია პოლიცია

1788502164

საზოგადოება

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი...

ჰარალდ V-ის გარდაცვალება

1788501532

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

„ეს არის მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი შეიქმნას, თუმცა ვიხილეთ ისიც, რომ ამ მცდელობამ მალევე ფიასკო განიცადა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...

თორნიკე ჭეიშვილი

1788500222

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

სამწუხაროა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრენდის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკ...

გიორგი ვოლსკი