დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა

თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები მრავლისმთქმელია. რომელსაც უფრო ღრმად აქვს ფესვები ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს ადამიანი, საკუთარ განცხადებებში და ვიდეო მიმართვებში მუდმივად აგრესიულ ტონს ირჩევდა, ამ ინციდენტის დროს კი საკუთარი აგრესიული რიტორიკის სისრულეში მოყვანა სცადა, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, განსაკუთრებით მძიმეა ის გარემოება, რომ მომხდარის შემდეგ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, იარაღის აღება და შემთხვევის ადგილზე დაბრუნება მოხდა.

ექსპერტის შეფასებით, ელიზბარაშვილის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი პროკურატურის, სასამართლოსა და საზოგადოების მხრიდან სიღრმისეულ და მკაცრ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

„თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები მრავლისმთქმელია. რომელსაც უფრო ღრმად აქვს ფესვები ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს ადამიანი, საკუთარ განცხადებებში და ვიდეო მიმართვებში მუდმივად აგრესიულ ტონს ირჩევდა, ამ ინციდენტის დროს კი საკუთარი აგრესიული რიტორიკის სისრულეში მოყვანა სცადა, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო.
იმის ნაცვლად, რომ ადამიანს გაეცნობიერებინა საკუთარი პასუხისმგებლობა, დაეგმო აგრესია, რომელსაც თავადვე ავლენს და სიტუაცია ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცია, მან უმძიმესი და საშიში ნაბიჯი გადადგა წავიდა, აიღო იარაღი და შემთხვევის ადგილზე შეგნებულად, შურისძიების, ადამიანების მოკვლის ან სხეულის მძიმე დაზიანების მიზნით დაბრუნდა.

მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები სცდება უბრალო „ემოციურ ფონზე ნათქვამ სიტყვებს“. იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს.

ელიზბარაშვილის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტს, პროკურატურის, სასამართლოს და საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს სჭირდება სიღრმისეული და სამართლებრივად მკაცრი შეფასება, რადგან მსგავსი აგრესიული ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788504997

ახალი ამბები

ავარია ბათუმში - დაშავებულია 2 ადამიანი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სქროლს შეეჯახა. დაშავებულები არიან მამა-შვილი, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნე...

ავარია ბათუმში

1788504048

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპუ...

დაკავება და ბორკილები

1788503980

ახალი ამბები

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...

პოლიცია პოლიცია

1788503890

საზოგადოება

პოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პ...

პოლიცია პოლიცია

1788502164

საზოგადოება

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი...

ჰარალდ V-ის გარდაცვალება