"ფაქტია ვიღაცები ჯერ კიდევ ებღაუჭებით მანდატებს. სიტყვას გაძლევთ, არასოდეს გაპატიებთ ხალხი ახლა მიშას ღალატს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს. ფაქტია ჯერ კიდევ ფიქრობთ რა უპასუხოთ პატიმარ პრეზიდენტს, რომელიც 31 დღეა შიმშილობს.
ფაქტია ვიღაცები ჯერ კიდევ ებღაუჭებით მანდატებს.
სიტყვას გაძლევთ, არასოდეს გაპატიებთ ხალხი ახლა მიშას ღალატს.
მათ შორის ისინიც, ვისაც მიშა არ უყვარს.
ჩვენ ხალხს მოღალატეები არ უყვარს", - წერს ჟორჟოლიანი.
დღეს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი ციხიდან. აღნიშნული გზავნილის შემდეგ, საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ დეპუტატებმა ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს ინფორმაცია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 32-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
🔵 პენიტენციური სამსახური: ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, სიმართლეს არ შეესაბამება
🔵 "უარს ვაცხადებ მანდატზე" - ლევან ვარშალომიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს
1749918447
ახალი ამბებივახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ...
1749915866
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს
ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდ...
1749914278
ახალი ამბებიბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ
ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღი...
1749912610
ახალი ამბებიპროკურატურა სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქ...
1749910145
ახალი ამბებიავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხ...