ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი... არ ასახავს ნამდვილ შინაარსს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან საუბრის ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება
ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი... არ ასახავს ნამდვილ შინაარსს - ასე ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ნეკა დოროყაშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერების გავრცელებას.
„მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ ჩემ წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.
ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.
ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!
მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას", - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
განცხადებას ავრცელებს, ნეკა დოროყაშვილიც.
ცნობისთვის, კვირას „ტვ პირველმა“ ბასილაშვილისა და დოროყაშვილის სკანდალური სატელეფონო საუბარი გაავრცელა.
"თვითონ გაზარდე და მოუარე, მოგსტ...ათ ტვინი ორივეს" - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ერთ-ერთი აუდიო ფაილი იმ უამრავი ჩანაწერიდან, რომელიც სასამართლოში მხარეებმა წარადგინეს - ამ აუდიო ფაილში ნიკა ბასილაშვილი ცოლს 250 დოლარის უკან დაბრუნებას სთხოვს, რომელიც სოციალური ქსელში რეკლამისთვის დახარჯა.
„ღირსება დიდი ხანია დაკარგული გაქვს, ჩემი კარტიდან დაასპონსორე სურათი 500 დოლარით...“ - ეუბნება ჩანაწერის მიხედვით პირველი ჩოგანი ნეკა დოროყაშვილს.
ასევე საინტერესოა:
1793041745
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულშია
უკვე ცნობილია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) ნომინანტთა საუკეთესო ათეული, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა. საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: უსმან დემბელე, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა...
1793041223
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...
1793038784
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო...
1793036987
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავ...
1793035453
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრ...


























