ირაკლი კობახიძე: ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა ასევე სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ
ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის შეფასებით, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.
„ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მე თავიდანვე გავაკეთე პოლიტიკური შეფასება. ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება და ვფიქრობ, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა. ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, იგივე, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ. იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბატონი ბარამიძის ეს ყოვლად არა მარტო გაუმართლებელი, არამედ ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ეს არის პოლიტიკური შეფასება.
რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, სამართლებრივ შეფასებას ამ საკითხებზე არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, ეს საკითხი დავტოვოთ იმ ორგანოების კომპეტენციის ქვეშ, რომლებიც სამართლებრივად არიან პასუხისმგებელი, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
1789376167
ახალი ამბებიმცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა
მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაცია...
1789376121
საზოგადოება2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსა...
1789372904
საზოგადოებაგეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულ...
1789372263
საზოგადოებასომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სულხან თამაზაშვილი სომეხ კოლეგ...
1789370273
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება
ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თა...



























