"გაირკვა, რომ მძიმე ავადმყოფია, გონება გაეთიშა და უნებლიეთ დააწვა გაზს. თქვენ მსგავსი შემთხვევისგან დაზღვეული ხართ?!" - ხატია ჯანაშია საზოგადოებას მიმართავს
ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა "ჯიპისის" აფთიაქში შევარდა, არტ-უნივერსალის დამფუძნებელი ხატია ჯანაშია სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოეხმაურა.
ჯანაშია, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფაქტს დამცინავი კომენტარებით ეხმაურება, საკუთარ ისტორიას უზიარებს, როდესაც იგი ბავშვობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სასწაულებრივად გადაურჩა.
"დღეს დილიდან სოცქსელში ისტერიულად ვრცელდება ფოტოები, როგორ შევარდა ჯიპი "ჯიპისი" აფთიაქში...
ზოგი ღლიცინებს, ზოგიც ლანძღავს მანქანის მძღოლს და ზოგიც გამოხატავს ამ ადამიანისადმი სიბრალულს.
გაირკვა, რომ მძღოლს, რომელიც მანქანით შევარდა აფთიაქში მძიმე ავადმყოფია, საჭის მართვისას დაწყებია თავის აუტანელი ტკივილი, აფთიაქთან მანქანა რომ უნდა მიეპარკინგებინა მაგ დროს ტკივილისგან გონება გაეთიშა და უნებლიეთ დააწვა გაზს, რა დროსაც მანქანა საპარკინგოდან ტროტუარზე გადავიდა და შეასკდა აფთიაქის ვიტრინას, მადლობა უფალს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სანამ ვინმეზე ღლიცინს ან ლანძღვას დაიწყებდეთ, ხომ უნდა გაერკვეთ რა მოხდა?!
რომელიმე თქვენგანი მსგავსი ფაქტისგან დაზღვეული ხართ?!
თუ ადვილია ადამიანის გადავლა?!
1992 წელს მამამ მომიყვანა სკოლიდან, ჩემი სახლის წინ ქუჩას, რომ ვკვეთდი მანქანა დამეჯახა, მაშინ 11 წლის ვიყავი, მანქანამ გადამიარა და ეს ყველაფერი მამაჩემის თვალწინ მოხდა...
როგორ ფიქრობთ, მძღოლს უნდოდა დამჯახებოდა?!
თქვენ წარმოიდგინეთ არა!!!
თქვენგან, მოღლიცინეებისგან განსხვავებით, მე 11 წლის ბავშვი საავადმყოფოში ვიძახდი ჩემი ბრალია და მძღოლს არაფერი დაუშაოთ-თქო, ცალკე მამაჩემი იგერიებდა იმ სეირის მაყურებელთ, რომლებიც უჩიჩინებდნენ სახლი დაუწვი და ციხეში ჩაალპეო, მაგრამ მამამ ყველა მოსვა და იმ ადამიანს არათუ რამე დაუშავა, პირიქით გააფრთხილა, ფხიზლად იყავი, ეს ამბავი ვინმემ არ გამოიყენოს და ჩემი სახელით რამე არ დაგიშავოსო, მე შენს გვერდით ვარო!!!
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გადარჩენას არავინ ელოდა, მე გადავრჩი!!!
აზრზე მოდით და სანამ ვინმეზე მაგარ მძღოლად ჩათვლით თავს და სანამ გალანძღავთ დაფიქრდით, რადგან არაფრისგან ხართ დაზღვეული და ამ ადამიანისგან განსხვავებით ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ შეიძლება თქვენს შემთხვევას მსხვერპლიც მოჰყვეს!!!
ეშმაკს არ სძინავს და გონს მოეგეთ!!!", - წერს ხატია ჯანაშია.
შემთხვევა ზუგდიდში დღეს მოხდა. კაცი, რომელიც მსუბუქ ავტომანქანას მართავდა, შეუძლოდ გახდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და „ჯიპისის“ აფთიაქში შევარდა.
ამავე თემაზე:
1791986735
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რაღა უნდა გააკეთოს პარტიზანულმა არმიამ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოში ვაღიაროთ ასეთი დაჯგუფება, როგორც საფრთხის შემცველი
არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები. ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რომ...
1791984589
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება
ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხოლმე ჩვენი კოლეგებისგან, საქართველო არავის ედრება, მით უმეტეს მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ერთს –...
1791982481
ახალი ამბებისამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მამა-შვილი დაჭრა
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სა...
1791982196
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შ...
1791980295
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას - გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - წერს „ქართულ...


























