განათლების სამინისტრო თსუ-ს რექტორატს მოუწოდებს, უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, სტუდენტების განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სტუდენტები, 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება.
მოგეხსენებათ, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სტუდენტების თქმით, თავად ლექტორებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ პროფესორებს, რომელთაც თავიანთი კეთილი ნებით მოინდომეს სტუდენტების ონლაინ ჩართვა, ადმინისტრაცია ზუმის გამოყენებას უკრძალავს და მათ გასაკონტროლებლად აუდიტორიების შემოვლას გეგმავს:
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სააუდიტორიო სწავლება სტუდენტური პროტესტის ფონზე განახლდა. მიუხედავად ამისა, სტუდენტების უფლებებისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ! მოთხოვნები უცვლელია: განათლებაზე ხელმისაწვდომობა; ღირსეული სტუდენტური საცხოვრებლი; შიდასაუნივერსიტეტო დემოკრატია; ხარჯების გამჭვირვალობა.
გიორგი შარვაშიძე პროტესტის განმავლობაში ერთხელაც არ გამოჩენილა, არც ორი სტუდენტის შესაფარებლად და არც თავის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ბოდიშის მოსახდელად! დრო, რომელიც საჯარო შეხვედრის ორგანიზებისთვის მივეცით, ამოიწურა“ ,- აცხადებენ სტუდენტები.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ძალიან ლამაზი გამოდის, ბაღზე შემოხვეული ლამაზი სკოლა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიგა მაქარაშვილი
1790234484
მსოფლიოსასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ისთვის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრი სახლის აკრედიტაციების აღდგენა დაავალა
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღუდგინოს თეთრ სახლში შესასვლელი აკრედიტაცია ტელეკომპანიებს CNN-ს, MS NOW-ს და გამოცემა Politico-ს. მოსამართლე ტიმ კე...
1790234093
ახალი ამბებილევან მახაშვილი – უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება არის წიგნში ჩასაწერი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს
„ეს არის საუკეთესო, წიგნში ჩასაწერი მაგალითი იმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განა...
1790232677
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევ...
1790232631
საზოგადოებამუსიკოსი „კორძი“ გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - ვფიქრობ, ეს ნორმალური არ არის
მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც,...
1790231369
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა...




























