GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 75 %-ით არის გაზრდილი

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვარში, GCCA-ში - 190 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 524 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75 %-ით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 217 %-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 13 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 20 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს - 13 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 34 185 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 10 საქმეზე - 9 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 77 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 4 %, ქვემო ქართლი 4 %, იმერეთი 3 %, კახეთი 3 %, სამცხე-ჯავახეთი 3 % და სხვ.

მიმდინარე წლის 1 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 70 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 49, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 41, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 9, ხოლო სხვა დანარჩენზე - 21. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 65 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 19 %.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770102646

ახალი ამბები

საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დაბა ბაკურიანში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982...

დააკავეს დააკავეს

1770101301

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1979...

ნარკოტიკი

1770100244

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

მიგრაციის დეპარტამენტი

1770098929

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე: დებატების სივრცე ხელოვნურად იყო იზოლირებული, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მაგრამ ისინი უბრალოდ შემსრულებლები იყვნენ, ეს იყო საერთაშორისო პატრონების დაკვეთა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, დებატების სივრცე კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ხელოვნურად იყო იზოლირებული. მი...

გიორგი ჩაკვეტაძე

1770097270

საზოგადოება

ნინო წილოსანი „გრანტების შესახებ“ კანონპროექტზე: ამ ცვლილებების მიზანია, რომ ყველა დაფინანსება, რომელიც მიმართულია პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენისკენ, იყოს გამჭვირვალე

ამ ცვლილებების მიზანია, რომ ყველა დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, იყოს გამჭვირვალე და არ მოხდეს კანონის დაფარვის ფარგლებს მიღ...

ნინო წილოსანი