ღიდა ფაქრი: საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

ვერ წარმომიდგენია ამაზე უკეთესი ქალაქი, რომელიც ასე სწორად იყოს მორგებული ამ პოზიციაზე, ამ გზაჯვარდინზე ევროპასა და აზიას შორის, ქალაქი, რომელსაც ასეთი ძლიერი, დინამიკური და მომავალზე ორიენტირებული ხედვა ჰქონდეს. სწორედ ეს ხდის საქართველოს არა მარტო მნიშვნელოვან სატრანზიტო გზად, არამედ, ძალიან მნიშვნელოვან დამკავშირებელ ქვეყნად ხალხის, ენერგეტიკის, იდეებისა და ამბიციების, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,- ამ სიტყვებით გახსნა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი პანელური დისკუსია საერთაშორისო ტელეჟურნალისტმა და TRT World-ის აღმასრულებელმა პროდუსერმა ღიდა ფაქრიმ. მისი თქმით, წლევანდელი ფორუმის თემა დაკავშირებულია ინვესტიციასთან, რაც სტაბილურობის პირობებში ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.

როგორც ღიდა ფაქრიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, აღნიშნული შეკრების მიზანია ახალი ჩარჩო-სისტემით თანამშრომლობა და ეკონომიკური ზრდა, ასევე იმ წინსვლის გააზრება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

„შეუძლებელია არ დავინახოთ ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც შეიძინა შუა დერეფანმა, რაც, თავის მხრივ, ყველაზე სწრაფი დამაკავშირებელი ხიდი გახდა აზიასა და ევროპას შორის,“- განაცხადა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, ეს მარშრუტი სტრატეგიულად გვთავაზობს სწრაფ და უფრო ძლიერ ალტერნატივას ტრადიციულ მარშრუტებთან შედარებით, რაც რეგიონის მიწოდებით ჯაჭვს აძლიერებს და გამოკვეთს საქართველოს ადგილს გლობალურ ვაჭრობაში.

„ეს ამბიცია კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ითხოვს მსოფლიოში. ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, პორტები იზრდება და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც არის ქვეყნის ხერხემალი, ამ პოტენციალის გასაზრდელად ვითარდება,“- განაცხადა ღიდა ფაქრიმ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციულად, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761121025

საზოგადოება

ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ევროპის გალა ცერემონია დღეს იტალიაში გაიმართება. ღონისძიებას აჭარის მთავრო...

აა

1761119929

საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე, გახსნით პანელზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პროექტებისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც სომხეთის პრ...

ნიკოლ ფაშინიანი

1761119898

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, ასევე, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ფართო რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი...

ირაკლი კობახიძე

1761119865

საზოგადოება

პრემიერი: გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი

გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის...

ირაკლი კობახიძე

1761119805

საზოგადოება

ლევან მახაშვილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვაზე: საინტერესოა, გერმანიის მთავრობის პასუხი რა იქნება

ლევან მახაშვილი გერმანიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვებს აფასებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ასეთი...

ლევან მახაშვილი