გიორგი ჩალაძე: პრეზიდენტი ენდობა ექიმებს და მათთან თანამშრომლობს

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით,საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალ ექიმებს ენდობა და მათთან თანამშრომლობს.

როგორც ჩალაძემ განაცხადა, დაინიშნება სპიკერი ექიმი, რომელიც საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

"მისი მდგომარეობა შეესაბამება 50-დღიან ძალიან მკაცრი შიმშილობის მდგომარეობას, ექიმები თავდაუღალავად შრომობენ, ჩემი თვალით ვნახე, როგორ შრომობენ, თავდადებით იკვლევენ, ცდილობენ გაარკვიონ რომელ ორგანოს რა დაზიანება აქვს.

არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში სრულფასოვანი შეფასება, ასევე მკურნალობის საკითხი, ესეც მალე გახდება ცნობილი.

პრეზიდენტის ჯანმრთელობა საჭიროებს ძალიან მაღალტექნოლოგიურ, მაღალკვალიფიციურ სიღრმისეულ კვლევებს.

მიხეილ სააკაშვილი ენდობა ექიმებს, ის მათთან თანამშრომლობს.

მისი განწყობა ახალა პირობის შესაბამისია, მან თქვა, რომ შესაბამის გარემოში კვების აღდგენას დაიწყებდა, კვების აღდგენა ძალიან რთული პროცესია, ის ექიმების რეკომენდაციებს ენდობა და ემორჩილება. როგორც ვიცი, სპიკერი დაინიშნება და რომელიც კონსილიუმის სახელით ილაპარაკებს, ეს გამორიცხავს დეზინფორმაციის გავრცელებას, ეს იქნება კარგად ორგანიზებული პროცესი", - განაცხადა ჩალაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილს სპეციალურად მომზადებულ პალატაში მოათავსეს.

ამავე თემაზე:

🔲 მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

🔲 "საჭმელზე უარს, რომ არ ამბობდა და ოჯახს აკრძალული ჰქონდა სადილის შეგზავნა, აი ეს იყო სისასტიკე და არა ის, როგორც ახლა, სამვარსკვლავიანი სასტუმროს პირობებში, წამოწოლილები, რომ არიან თბილად" - თამარ კიკაბიძე
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769932183

საზოგადოება

დონალდ ტრამპი: არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ

შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგა...

დონალდ ტრამპი

1769930880

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დად...

დაკავებადაკავება

1769930555

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრ...

დაკავება

1769929652

ახალი ამბები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკა...

დაკავებადაკავება

1769929351

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწ...

სახელმწიფო უსაფრთხოები