"საჭმელზე უარს, რომ არ ამბობდა და ოჯახს აკრძალული ჰქონდა სადილის შეგზავნა, აი ეს იყო სისასტიკე და არა ის, როგორც ახლა, სამვარსკვლავიანი სასტუმროს პირობებში, წამოწოლილები, რომ არიან თბილად" - თამარ კიკაბიძე

ექიმი თამარ კიკაბიძე, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ეხმაურება.

კიკაბიძე პოსტს სულხან მოლაშვილის ფოტოს ურთავს და წერს:

"52 წლის გახდებოდა 19 ნოემბერს.

აი, ეს იყო თვალით უნახავი სისასტიკე! საჭმელზე უარს, რომ არ ამბობდა და ოჯახს აკრძალული ჰქონდა სადილის შეგზავნა.

ციხის საჭმელიც, რომ არ შეჰქონდათ და აშიმშილებდნენ.

მეზობლის საკნიდან ერთი ნაჭერი ხაჭაპური, რომ მიაწოდეს და ბადრაგმა პირიდან ლუკმა გამოუღო და დასახიჩრებამდე ურტყა.. ეს იყო სისასტიკე!

ცოლი დაპატიმრებიდან ერთი წლის და 2 თვის შემდეგ, რომ ანახვეს და შვილებს საერთოდ, რომ არ ანახვებდნენ, ეს იყო სისასტიკე!

ჯერ ლაპარაკი, რომ არ იცოდა პატარა შვილმა და ზღულაძემ, რომ ბრძანა, ციხიდან ინფორმაციას გაიტანს ბავშვი და ვერ ვანახებთო, ეს იყო სისასტიკე!

ცემაში გონებას, რომ კარგავდა ყოველ დღე რამდენჯერმე, ის იყო წამება!

ზურგზე ერთი თავისუფალი ადგილი, რომ არ ჰქონდა სადაც ანთებული სიგარეტით არ ამოუწვეს ხორცი,
ის იყო თვალით არნახული წამება და ღირსების შელახვა!

ფეხები, რომ დაულეწეს და დაუმტვრიეს დუბინკებით, ის იყო წამება!..

დანაშაულებისთვის კი არა, პირადი წყენის გამო რომ აწამეს და მიწაში ჩადეს ახალგაზრდა კაცი, ეს არის არაადამიანური სისასტიკე!

მისი მშობლები, რომ გაამწარეს, ლამაზი, ახალგაზრდა ქალი დააქვრივეს, მამას მონატრებული შვილები, რომ დააობლეს ის იყო თვალით არნახული წამება და სისასტიკე!

ამის ჩამდენები ზუსტად იგივე პირობებში უნდა იხდიდნენ სასჯელს!

და არა ისე, როგორც ახლა. სამვარსკვლავიანი სასტუმროს პირობებში, წამოწოლილები, რომ არიან თბილად.

ვაი... ყველა არხი არ ანახვებს მათ საკნებში? მაცივრის გარეშე როგორ შეიძლება?ბოზ ცოლებთან ხომ არ დაუგვიანდათ სვიდანია? შვილები დროზე მოინახულეს? სადილი ხომ არ გაუცივდათ? და მოლაშვილის და უამრავი გამწარებული პატიმრის წამების მნახველები დღეს რომ აღშფოთებულები ხართ..

როგორც ექიმი ვიტყვი!

ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის გული შეიძლება გაჩერდეს ყოველ წამს.

წინასწარ ნუ პროფესორობთ!", - წერს თამარ კიკაბიძე "ფეისბუკში".

კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი სულხან მოლაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს 2004 წლის 24 აპრილს დააპატიმრეს. მოლაშვილი 4 წლიანი პატიმრობის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამკურნალოდ საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც  2016 წლის 29 ივნისს იქ გარდაიცვალა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 20 ნოემბერს გამთენიისას მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 „პატარა ქვეყნის პატარა დიქტატორს ესკორტით მიაცილებენ, დიდი დიქტატორის მშობლიურ ქალაქში“ - მაია ნიკოლაიშვილი

🔲 "გორის კლინიკა გოგა აბრამიშვილის სახელობისა... იცით ვინ არის გოგა? სააკაშვილის მმართველობის მიერ გაგდებული ეროვნული გვარდიიდან" - გამოხმაურებები, სააკაშვილის გადაყვანაზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769941528

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას

ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...

გურამ მაჭარაშვილი

1769937648

მსოფლიო

სტივ უიტკოფი: კირილ დმიტრიევთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი მუშაობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის

სტივ უიტკოფმა უკრაინაში ომის დამთავრებისთვის ფლორიდაში გამართულ ამერიკულ-რუსულ მოლაპარაკებებს, პროდუქტიული და კონსტრუქციული უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შე...

სტივ უიტკოფი

1769935738

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანი აშშ-სთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებთან „დამაკმაყოფილებელი“ შეთანხმება უნდა დადოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. „არ ვიცი, დათანხმდე...

ტრამპიტრამპი

1769932183

საზოგადოება

დონალდ ტრამპი: არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ

შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგა...

დონალდ ტრამპი

1769930880

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დად...

დაკავებადაკავება